Site icon მოიისფრო

მე + შენ = ?


მე+შენ ♥ …
რას უდრის?
ალბათ იმ ყველა საოცრებას, რაც შეიძლება ზოგადად ცხოვრებაში განიცადო..
საყვარელი ადამიანის დანახვით გამოწვეულ ბედნიერებას, რომელიც სიტყვებით უბრალოდ არ გადმოიცემა..
ჩემ ფანჯარასთან რომ დაგინახავ მომღიმარს და იმის ნაცვლად, რომ გამოვიქცე შენთან, რამდენიმე წამი გაშტერებული რომ გიყურებ და ბედნიერი გიღიმი..
ფეხსაცმლის გზაში ჩაცმას..
კიბეზე ჩამორბენას..
სადარბაზოდან გამოქცევას და ჩახუტებას…
იმ შეგრძნებას, ჩახუტებას რომ მოსდევს..
ბეეევრი ბევრი პეპლების ფარფატით გამოწვეული ქარიშხალი რომ ტრიალებს-ხოლმე გულში-მუცელში..
როგორ მიყვარს შენი შეყვარებული მზერა…
რომ მიყურებ ვთბები..
გულში რაღაც ინთება, ციმციმებს, ციმციმებს ..
გულთან ერთად ფეთქავს და სისხლთან ერთად მიეწოდება მთელ ორგანიზმს – ციმციმა ბედნიერება..
რა თბილი მზერა გაქვს იცი?
შეგიმჩნევია?
რომ მიყურებ და იღიმი..
როგორ მაინტერესებს ხოლმე რას ფიქრობ..
პატარა ბავშვივით რომ მარიგებ ხოლმე ეგ მიყვარს..
და საერთოდ, საოცრად მამშვიდებს შენთან საუბარი..
აი, უბრალოდ მკერდზე რომ დაგადებ თავს და ჩუმად რომ გიყვები რა მაწუხებს..
შენი მზრუნველი ხელი თავზე..
თმაზე მოფერება და რჩევები, რომლებიც ყოველთვის მადგება..
მინდა სამუდამოდ ასე გაგრძელდეს.
მე+შენ ♥ …
რას უდრის?
ყველაფერს.
მთელ ჩემ ცხოვრებას.
ჰო.
მიყვარხარ.
სამუდამოდ.
<3

Exit mobile version