Site icon მოიისფრო

"მე", ჩაი და … :)) არეული პოსტი.

image

წვიმს.
ჩვენი ამინდია.
მთელი დღეა სახლში ვარ. როგორ მომნატრებია სახლში ყოფნა, თურმე.
ის თეთრი სვიტრი მაცვია შენ რომ მოგწონდა. თბილი, ფერადი წინდები და ჭიქა მწვანე ჩაი – გვერდით, სულ რომ ვცდილობდი ძალით დამელევინებინა შენთვის და მაინც ვერ შეგაყვარე.
***
“მე” თანდათან ეჩვევა უ”შენ”ობას. ისევ ისეთია. მხიარული, ზოგჯერ ლამაზიც.
“შენ”ის სურნელიც ისევ “მე”სთანაა.
დრო, დრო..
“მე” ს რეპეტიციები დაეწყო. უხარია. ახალი ტელეფონიც შეიძინა. ვარცხნილობა შეიცვალა. ერთი სიტყვით, სიახლეებს ეძებს.
როგორც შეგპირდა, ერთი წუთით არ შეუშლია ხელი მომხდარს მის საქმეში. იმედი აქვს, რომ შენც ასე ხარ.
***
რა არის მონატრება?
***
– მოდი დავიკარგოთ.
– დრო აგვცდა.
– თუ ჩვენ ავცდით?
– დროს?
– ერთმანეთს.
***
ხვალ თოვლია გამოცხადებული. დღეს მთელი დღე წვიმს. მე 2 ჭიქა რძიანი ყავა დავლიე. შერლოკს ვუყურე, დოჩანაშვილის მოთხრობები წავიკითხე და ახლა ჩაის ვსვამ. და ჰო, ვწერ.
თუ გწერ?
ორივე.
შენ რას შვრები?
***
“მოდი დავიკარგოთ”
მითხარი და დროც…
***
“მე” ს მაინც არ ტოვებს შეგრძნება, რომ…
***
ჩაი დამთავრდა. კიდევ დავისხამ.
იცი, გუშინ მარიტა ვნახე. ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ, სურათები გადავიღეთ, კარგი იყო ♥
***
… რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვით.
***
ხვალ ითოვებს.

Exit mobile version