Site icon მოიისფრო

„მოგონებები 105-დან“

დღეს შევედი Facebook-ზე და ჩემი ძმაკაცის Wall სავსე დამხვდა სხვადასხვა ლინკებით, სათაურით: „მოგონებები 105-დან“. ნოსტალგია შემომაწვა და ახლა ამ პოსტს ვწერ :დ
გამახსენდა, ყოველ დღე დილიდან დაღამებამდე როგორ ვუსმენდი რადიო 105-ს, ვრეკავდი პირდაპირ ეთერში, ვამესიჯებდი, მონაწილეობას ვიღებდი გათამაშებებში და ა.შ. 105-ში მოგებული დისკები დღემდე სახლში მაქვს, ზოგ მათგანზე სხვადასხვა ტიხრებია ჩაწერილი <3 რომლებიც ძალიან მიყვარს…

ეს ყველაფერი ჩემი ბავშობაა, ძალიან ლამაზი მოგონება. ამ რადიოში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მართალია მხოლოდ ერთთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ამ რადიოს დამსახურებაა რომ ეს ადამიანი საერთოდ ვიპოვე.
იყო ბევრი დასამახსოვრებელი შეკრება, ბევრი კურიოზი, მოკლედ ბევრი კარგი რამ <3
მე დღემდე მიყვარს მამაჩემის რადიო <3
ახლა კი იმ ლინკებს დავდებ, რომლებიც თოკოს კედელზე აღმოვაჩინე.
(საავტორო უფლებებს არ ვარღვევ 😀 )

© თოკო 😀

Exit mobile version