Site icon მოიისფრო

საახალწლო პოსტი ^^


ძალიან უცნაური გრძნობა მაქვს. სანამ ახალმა წელმა არ მოაღწია მისი მოსვლა ვერც ვიგრძენი. ზუსტად ნახევარი საათია მოვრთე სახლი, გავაწყე სუფრა, გავიპრანჭე და ამ პოსტის წერას შევუდექი. საოცარმა სიხარულმა ამავსო უცებ.. თითქოს ამ წელთან ერთად რაღაც ახალს ვიწყებ.. ასეთი იმედი სიახლის, სიკარგის – ჯერ არ მქონია.
ასეთი მოლოდინი… თითქოს ვიცი, რომ აწი ყველაფერი კარგად იქნება, იმედია მართლა ამიხდება რასაც ვფიქრობ..
2011 წლის ბოლო წუთები იწურება.. მალე მოვა ახალი 2012 წელი.. ის 2012 ყველა ასე რომ ელოდა.. ზოგი შიშით, ზოგი ირონიით.. მე სიხარულით ველი ^^
რომ განვიხილოთ გასული წელი, ძალიან დატვირთული იყო ემოციურად.. თუნდაც ის ადამიანები რად ღირს რომლებიც გავიცანი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილებად იქცნენ..  ბევრი დანაკარგიც იყო.. მიუხედავად თავის ცუდი მხარეებისა, მიყვარს 2011 წელი.. იმედია 2012 უკეთესი იქნება..
მინდა გისურვოთ ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ყველაზე სანუკვარი ოცნებების ახდენა, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო ^^
ამბობენ, რომ ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდება.. ჩაიფიქრეთ სურვილი, ის რაც გულით გსურთ და აუცილებლად აგისრულდებათ ^^
ერთად ჩავიფიქროთ <3
მიყვარხართ!!! 

Exit mobile version