Site icon მოიისფრო

საჰაერო ბურთთან ერთად გაფრენილი ჩემი ოცნება <3


1 იანვარიც მიიწურა… ამ წლის პირველი დღე.. ახლა 2 იანვარია.. ამბობენ ბედობააო, ჰოდა მინდა ჩემი ბლოგი და პოსტები დამებედოს..
ორდღიანი ბოდიალის და თავის ტკივილის მერე მეგობრებს საინტერესო იდეა მოგვივიდა თავში..
გადავწყვიტეთ სტადიონზე პატარა საჰაერო ბურთი გაგვეშვა..
ვიყიდეთ და 2 საათი ვუყურებდით :დდ
დიდი კამათის და ქექვის მერე აღმოვაჩინეთ როგორ უნდა მოგვეკიდებინა ცეცხლი, როგორ უნდა გაგვეშვა და
სტადიონზე ჩავედით ყველა.
თითქმის ყველა ჩვენგანი დარწმუნებული იყო, რომ ბურთი არ გაფრინდებოდა..
ცეცხლი მოვუკიდეთ და ხმაამოუღებლად მივაჩერდით..
იმ წამს ისეთი ერთიანები ვიყავით ყველა..
ყველა მხოლოდ იმ ბურთზე ვფიქრობდით..
ნელ-ნელა მაღლა-მაღლა წავიდა ^^
მიფრინავდა და თან ჩვენი აღტაცებული ხმა მიყვებოდა ^^
გვიხაროდა ყველას..
ბოლოს ისე შორს გაფრინდა პატარა ვარსკვლავივითღა მოჩანდა..
ერთ-ერთმა იდეა წამოაყენა, რახან ვარსკვლავს გავს მოდით სურვილი ჩავიფიქროთო ;დდ
ჩავიფიქრე..
საჰაერო ბურთს ჩემი ოცნება გავატანე შორს, ცაში… ვიცი, რომ ამისრულდება..

ვუყურებდი “ვარსკვლავს” და ვფიქრობდი..
“რაღაცნაირი, ღრმა და ამაღლებული ფიქრი იყო”..
და ბოლოს ერთ რამეს მივხვდი..
მინდა მეც ასე შორს გავფრინდე..
მინდა წიიიიიინ წინ წავიდე და წავალ კიდეც..
მთავარი სურვილია და ყველაფერი გამოვა..
ყველას გისურვებთ ისეთი იმედით იყოთ სავსე, როგორითაც მე ვარ ახლა :**


Exit mobile version