Site icon მოიისფრო

უკანასკნელი დღე

დღეს რომ ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი დღე იყოს, აუცილებლად მოვიდოდი შენთან… მოვიდოდი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ… რომ ყოველთვის მიყვარდი… ბოდიშს მოგიხდიდი, აქამდე რომ არ ვთქვი… რომ არ მოვედი…

ვეცდებოდი დაწვრილებით მომეყოლა რას ვგრძნობდი… ულამაზეს, გამორჩეულ სიტყვებს დაგიტოვებდი… იმხელა სოთბოს და სიყვარულს გაჩუქებდი, მთელი ცხოვრება რომ აგავსებდა… რთულ მომენტებში ჩემ თავს რომ გაგახსენებდა და ჩემ სიახლოვეს გაგრძნობინებდა… არც სიკვდილის მერე დაგტოვებდი, სულ შენთან ვიქნებოდი, ისე, რომ ვერც გაიგებდი… გავიხარებდი შენი სიხარულით, შენს სიყვარულს დავლოცავდი…

ასე ჩახუტებული მოგიყვებოდი, გეტყოდი ყველაფერს, რაც ჯერ არ მითქვამს… შემდეგ ერთს გაკოცებდი და წავიდოდი… წავიდოდი სამუდამოდ… და სამახსოვროდ დაგიტოვებდი ამ თბილ დღეს… შენ რა თქმა უნდა ვერაფერს მიხვდებოდი, დაგტოვებდი გაკვირვებულს, სასიამოვნოდ გაოგნებულს…

დაგიწერდი ულამაზეს წერილს, სადაც ზუსტად გამოვხატავდი ჩემს განცდებს… დაგიტოვებდი ულამაზეს, უკანასკნელ სიმღერას, რომლითაც ყველაფერი იქნებოდა ნათქვამი…

იცი, ოდესმე მოვალ… მოვალ და გეტყვი როგორ ვცხოვრობდი უშენოდ… როგორ მტკიოდი და მენატრებოდი… ყველაფერს მოგიყვები და წავალ… წავალ სამუდამოდ…

იქ, ჩემთან… <3

 

Exit mobile version