Site icon მოიისფრო

შიზოფრენია vol.2


ჰო.
ლამაზი ვიყავი დღეს.
ალბათ.
კიარა და ალბათ დღეს უფრო ლამაზი ვიდრე სხვა დროს.
დავიმსახურე ყველას ყურადღება.
სხვა დროს თუ მახალისებდა, დღეს გამაღიზიანა.
სიამოვნებით დავთხრიდი თვალებს და ჩამოვაფხეკდი იმ უაზრო ღიმილს სიფათებიდან.
ჰო.
ნწ. არვიღებ ხმას.
ეგოისტურად გამოვა.
გამოვა რა, არ ვარ ეგოისტი?
ვარ.
მაგრამ არ მინდა იმაზე უფრო ეგოისტი გამოვჩნდე ვიდრე ვარ.
ჰო.
სასაცილოა…
და დიდი სიამოვნებით ვიცინებდი ბოლო ხმაზე, რომ არ მეტირებოდეს.
და ღაპაღუპით რომ არ მდიოდეს ცრემლები.

ზომბირებაო..
რა კარგად ვიცი რას ნიშნავს, როცა გინდა იტირო და ამის სანაცვლოდ
იღიმი.
იღიმი მომხიბვლელად და არ იმჩნევ სახის იდიოტურ გამომეტყველებას.
თავაზიანად ესაუბრები ბრბოს.
და როგორ გძულს ამ დროს ყველა…
შენი თავი ყველაზე მეტად.
რატომ იცი?
როცა ასე ორგანულად ვერ იტან ტყუილს და მაინც, მაინც ასე უსინდისოდ იტყუები..

ყველაზე მეტად ასეთ დროსაა საჭირო გამოწვდილი ხელი.
სამათხოვროდ არა, დასახმარებლად გამოწვდილი.
აი, ცრემლს რომ მოგწმენდს.
ჩამოთხაპნილ ტუშს რომ არ შეიმჩნევს და წამოგაყენებს ისეთი.
ასეთ დროსაა საჭირო გამოწვდილი ხელი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს.
ასეთი იყო ჩემი “ულამაზესი თანხმობა სამყაროსთან” ყოველთვის, და ასეთია ახლაც.
ფენიქსივით აღვდგები ფერფლიდან.
მაგრამ როდემდე შევძლებ, არ ვიცი.
პრაის ლისტი მაქვს გასაკეთებელი, სულ დამავიწყდა.
აი, უკვე ფორმაში ვარ ))

Exit mobile version