Site icon მოიისფრო

წვიმა, რეი და…

ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი…
გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება.
ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება.
გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება.
მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება.
მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ.
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს.
ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.
წვიმა და ჩარლზი, ჩარლზი და… ჩვენ.
ვნებისფერი სიმორცხვე თვალებში.
კათხა ლუდი არსად, ტუჩებზე შეგროვილი და შენთვის განაწილებული სურვილები.
რეპეტიცია, სცენა და შენ.
შენ მე მარწმუნებ, რომ შევძლებ.
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, იწყება ცხოვრება გაძლებაზე, ერთმანეთთან ვერმიახლოებით.
განაჩენია? განაჩენია.
მე ხომ შეგპირდი, რომ არ ვიტირებ.
მაპატიე, ამ წამსაც ვტეხ პირობას.
მოდი შოკოლადი ვჭამოთ და ვიყოთ ბედნიერები..
მე და შენ..
ჩვენ მეგობრები ვართ.

Exit mobile version