Site icon მოიისფრო

It's ok, it's over.

I forgot fools run
Between half the time I’m sudden
It’s ok it’s over
Innocent
I long for the other
I will forget older after
Don’t be scared it’s over now, I swearTry to move she’s back
Try to keep from guilty now
It’s ok it’s over, mean so
I will fall in dark
I wont forget older now
Don’t be scared
It’s oh-it’s ok it’s over

მომენატრე და გწერ.
სწავლა დაიწყო, იცი?
ჰო.. ისევ იგივე რეჟიმი..
თუმცა არა, უარესი. 4 საათი მსახიობის ოსტატობა, 4 საათი მეტყველება, ვოკალი და ა.შ…
თეორიული საგნებიც ხომ მინდა?
ჰო მოკლედ, დატვირთული რეჟიმი მაქვს მეთქი, ვამბობდი.
მაინც ვახერხებ გარეთ დაუსრულებელ ბოდიალს.
ხომ გახსოვს, იმდენს დავდივარ ფეხით, სანამ არ ვიგრძნობ, რომ თუ არ დავჯექი დავეცემი.
წესით გეხსომება, ერთად იმდენს დავდიოდით.
მთელ ქალაქს ვუვლიდით გარშემო.
მაშინაც ციოდა, განა არა.
უბრალოდ ახლა სხვანაირად ცივა..
ნაადრევად დაგვიზამთრდა. ერთი ის მიხარია, რომ ბათინკების და 2 ზომით დიდი, ფერადი სვიტრების სეზონი მოვიდა, თორემ ისე ხომ იცი როგორი სევდითაც მავსებს სიცივე.
ოღონდ ეს სევდა იმ სევდაში არ აგერიოს, მიყვარს ზამთარი.
ეს მელანქოლია არაა, სხვანაირი სევდაა, ადრე ხვდებოდი, ახლა არ ვიცი.
რომ იცოდე როგორ მაღიზიანებს ეს მშრალი “როგორ ხარ?” “კარგად, შენ?” “მეც.”
არადა ორივე ვიტყუებით.
ისიც ვიცით, რომ ისეთი ურთიერთობა ვეღარც გვექნება და რაღაცნაირად აღარც გვინდა,
იმიტომ, რომ როცა ადრე საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ახლა უბრალო მეგობრობით ვერ დავკმაყოფილდებით.
ნუ, მე ვერ.
ან ისევ ისეთი საუკეთესო უნდა იყო, ან არ უნდა იყო..
და არ ხარ.
არ გიკითხავს, მაგრამ ახალი არაფერია.
ისევ ისე ვიცინი ხოლმე, ისევ ისე ვტირი, ისევ ისე მიხარია, ისევ ისე ვიწყენ.
ისევ ძალიან მიყვარს და ვუყვარვარ.
არა, ახლა გატყუებ, უფრო მეტად მიყვარს.
ჰო… განწყობაც ელვის სისწრაფით მეცვლება ხოლმე, როგორც ადრე.
ლექსებს აღარ ვწერ, უფრო სწორად აღარ ვუკითხავ არავის.
ახლა უფრო მეტს ვოცნებობ, რეალობასაც დროსთან ერთად მეტად ვწყდები.
ოცნებებს დავდევ და თანდათან უფრო ვშლი ზღვარს რეალობასა და ოცნებას შორის.
ვიცი, რომ ეს ცუდია.
მალე თოვლიც მოვა ალბათ, ეს კარგია.
მიყვარს თოვლი.
სიცივეც მიყვარს, ოღონდ მაშინ როცა არ გტკივა და არავინ გენატრება, ახლა კი ასეთ არეულს უარესად მაბნევს.
დღეისვის მოსაყოლი არაფერი მაქვს მეტი.
როცა მომენატრები კიდევ მოგწერ, დროებით.

Exit mobile version