Site icon მოიისფრო

და დღე, რომელიც უშენოდ მოვა…

“და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.”

ბევრჯერ გამღვიძებია ღამით სიზმრით შეშინებულს.
დამსიზმრებია, რომ დავშორდით, ან რამე დაგემართა, ერთი სიტყვით უშენობა – ყველაზე დიდი კოშმარი იყო.
ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველაზე მეტად ამის მეშინოდა.
მერე გირეკავდი –  ხშირად ატირებული, გულგახეთქილი.
შენ კი მამშვიდებდი და მეუბნებოდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარია და უერთმანეთობა არასოდეს მოგვიწევდა.

არ მახსოვს ვინ მითხრა, შიშებზე არ ჩაიციკლო, თორემ შეიძლება სწორედ ის აგიხდეს, რისიც
ყველაზე მეტად გეშინიაო.
აგვიხდა კიდეც.

ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი კიდეც, რომ საუკეთესო ადამიანი ხარ.
და ჩემ ცხოვრებაშიც საუკეთესო იყავი.
და ის, რაც იყო, ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ პერიოდად დარჩება.

ხოლო კარგი იმდენად ბევრი იყო, რომ რაც არ უნდა მჭირდეს, ყოველთვის თბილად გამაღიმებს ალბათ.
“ჩვენ” ხომ საოცრად, უცნაურად და ლამაზად დაიწყო.
ასევე გაგრძელდა და …
ასევე დასრულდა.
ლამაზად, მშვიდად – ჩვენებურად.

ნურავის ვუამბობთ რატომ გაიყო გზები.
მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ – როგორ გვიყვარდა, როგორ ვბავშვობდით, რაზე ვოცნებობდით…
ეს ზღაპარი მარტო ჩვენ უნდა ვიცოდეთ.
“ჩვენ” – რომელიც “შენ” და “მე” გახდა.
ასეც ხდება…

დიდი მადლობა შენ.
იმისთვის – რომ გამზარდე.
იმისთვის – რომ შემცვალე.
იმისთვის – რომ ყოველთვის ყველაფერში მეხმარებოდი.
იმისთვის – რომ იყავი.

კარგად მახსოვს, როგორ მამხნევებდი და მეუბნებოდი, რომ უარი არასოდეს მეთქვა თეატრზე.
არც ვიტყვი, არასდროს. გპირდები.
და ოდესმე აუცილებლად იამაყებ ჩემით. ამასაც გპირდები.

დაიწყო გარეგნული სიმშვიდის ხანა.
გავმინუსდით.

Exit mobile version