Site icon მოიისფრო

Cuz it's you and me! ♥

მგონი ყველაზე უცნაური ადამიანი ვარ.
აბა არ მესმის რანაირად შეიძლება წამების მეასედებში მეცვლებოდეს განწყობა.
შეიძლება ეს ემოციურობას დავაბრალოთ? არ ვიცი.
Anyway..
გუშინდელი დღის გახსენებამ უცებ ისე გამაბედნიერა, გული რომ აგიჩქარდება და დედამიწა სიყვარულით რომ დაბზრიალდება ისევ.
ზამთრის თამაშები დაიწყო.
თავის გრძელი, ცივი ღამეებით.
მხოლოდ ერთმანეთის სიყვარულს რომ შეუძლია გაათბოს, ისეთით.
აკი დომენიკოც ტერეზათი გადაურჩა ზამთრის სიცივეს.
როგორ მიყვარს ჩვენი ურთიერთობა, შენ არ იცი.
ჩვენი ჩხუბები, ჩემი ცრემლები და შენი ჩახუტება.
მოულოდნელად რომ მოდიხარ კორპუსთან, მირეკავ ჩამოდიო და მე ისე მოვქრი კიბეზე, სულ მავიწყდება რა ფორმაში ვარ.
იცი რა მიყვარს კიდევ?
საქანელაზე რომ ვზივარ, შენ კი მაკატავებ და მე მიხარია.
მიყვარს სასრიალოზე რომ ვსრიალებთ, პატარა ბავშვებივით რომ დავრბივართ, პარკში ხეზე რომ ავძვრებით და დაბლა 3 ძაღლი რომ გველოდება.
მიყვარს ის, რომ არასოდეს ვერიდებით გრძნობების გამოხატვას.
გვინდა პატარა ბავშვებივით ვირბინოთ?
დავრბივართ.
გვინდა დაჭერობანა ვითამაშოთ?
ვთამაშობთ.
გვინდა ნაყინით დავთხუპნოთ ერთმანეთი შუა გადასასვლელზე?
ვთხუპნით და მერე დაუსრულებლად ვჩხუბობთ შურისძიებაზე.
ზურგზე შესმულს რომ დამარბენინებ ეგ მიყვარს.
“ჩვენ” მიყვარს!
Cuz it’s you and me!!!
<3
ჩვენ ერთად გადავურჩებით ცივ ზამთარს, ერთად მიგვატოვებს ქარი, ერთად შევხვდებით გაზაფხულს და დაიწყება გაზაფხულის თამაშები ^_^
თუმცა წინ ცივი, ვრცელი ზამთარია.
თოვლი მოვა მალე და ახალი გასართობიც მოგვეცემა, ბევრი ბოდიალი, გუნდაობა და კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ სულ, სულ, სულ გულში გყავდე ჩაკრული!

Exit mobile version