Site icon მოიისფრო

Skinny Love.

image

“”რა დაგემართა?” – მანჯღრევ და მაღვიძებ. 
-ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.”
მე კი ღამის კოშმარიდან ვერგამორკვეული, შეშინებული თვალებით გიყურებ და ვგრძნობ, რომ სუნთქვა მიმშვიდდება. შენ ხომ ჩემთან ხარ.
“და მაშინ, როცა მხრებს მხრებზე გატოლებ”, ან უბრალოდ თავს გადებ და ჩურჩულით ვამბობ, როგორ გაგვიმართლა ერთმანეთი რომ გვყავს, სწორედ მაშინ ვხვდები, რომ სანამ ჩემი თითები შენს ხელშია, ვერანაირი ღამის კოშმარი ვერ შემაშინებს და არც
ღამისფერი ფიქრები ამივსებს თვალებს შიშით და ცრემლით.
მოდი, დიდი ფანჯრიდან ვუყუროთ თოვას.
ლამპიონების შუქზე იფარფატებს თეთრი სიმართლე.
მოგიყვები, როგორ ვეღარ იტევს დედამიწა ადამიანთა ტკივილს და რომ მალე შეიძლება დედამიწასაც იმ პატარა ჩიტივით გაუსკდეს გული, ჩემ მეგობარს რომ ესვენა ოდესღაც ხელისგულზე.
“კარგად ვარ” – გეუბნები მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები, მხრები გამცემენ.
ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ვფერადდებით.
ბოლოს და ბოლოს მეც ვისწავლი კარგად ყოფნას.

Exit mobile version