Site icon მოიისფრო

When oceans rise.

10418431_916677501693054_5110060790967989991_n

ყველაზე ცუდი სიცარიელის შეგრძნებაა, დილას პირველ გრძნობად რომ მოდის და 
ახლად თვალგახელილს უცებ რომ შეგახსენებს მომავალი დღის უაზრობას.
რა გინდა რომ ქნა?
მეგობრები ნახო? წერო? იკითხო? მუსიკას უსმინო? 
ეს ყველაფერი ხომ მეასედითაც ვერ გაათბობს იმ აუტანელ სიცივეს,
ეს სიცარიელე რომ ტოვებს ჩვენში.
ამ სიცარიელის გამომწვევ მიზეზებზე რომ დაფიქრდე, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო.
ვის მოუნდება ფიქრი იმაზე, რომ ის, რისიც ბოლო პერიოდი ყველაზე მეტად გჯეროდა
შეიძლება ერთი დიდი ილუზია აღმოჩნდეს, ან იმაზე,
რომ ეს შენი ბედნიერების ილუზია ერთი ხელის მოსმით დაინგრა და სწორედ მაშინ,
როცა გეგონა, რომ ყველაფერი იდეალურად იყო შენს ცხოვრებაში, როცა ბოლოს და ბოლოს მიეცი თავს მოდუნების უფლება. არც კი ვიცი ვინ ან რა მჭირდება..
ალბათ არავინ და არაფერი.. მხოლოდ მუსიკა, ყავა და ფოთლები, რომლებიც ჩემ ჯინაზე არ ყვითლდება და არც ცვივა..
“რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს..”
მიმიფურთხებია ისეთი სიძლიერისთვის, როცა ათასჯერ უნდა მოკვდე სულიერად,
რომ ოდნავ “გაძლიერდე” და ფიზიკურად მაინც ცოცხალი დარჩე.
მიმიფურთხებია ისეთი სიძლიერისთვის, რომელიც ფერებს გვაკარგვინებს.
“თუ მხატვარმა ფერები დაკარგა, ის ყველაფერს კარგავს..”
მე მხატვარი არ ვარ, თუმცა სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იმდენი ფერიც აღარ დამრჩა,
რომ სხვა კი არა, ჩემი თავი მაინც გავაფერადო.

Exit mobile version