Site icon მოიისფრო

აივანზე.


აივანზე დგახარ.
ვინ იცის მერამდენე ღერი სიგარეტი იფერფლება შენს თითებში.
ზაფხულის საღამოა – თბილი, სურნელოვანი. ფოთოლცვენა უკვე დაიწყო,
ცოტა ხანში აგვისტო ბოლო დღეებს დაითვლის
და სულ მალე შემოდგომა აიღებს პირველ აკორდს ჩვენში.
სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი აქვს.
ნელა გიახლოვდები და უკნიდან გხვევ ხელებს, რადგან “გული ზურგიდან უფრო ახლოა”, ჰოდა მეც მანძილს ვიმოკლებ შენ გულამდე.
ტრიალდები, მიღიმი და შენ ხელებში მიქცევ.
ცხვირი შენს ყელზე მაქვს მობჯენილი და ჩუმად გელაპარაკები.
ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მოვპარეთ ერთმანეთს გრძნობები,
როგორ ვაფერადებთ და ვჭირდებით ერთმანეთს..
And I will try to fix you.. Always.
You will try to fix me..
მხოლოდ ჩვენი სუნთქვა არღვევს ჩვენს შორის წარმოსახვით საზღვარს
და მანძილი გულამდე ნოლს უტოლდება.
სიყვარულს შენი ოთახის, ჩემი თმის და გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი აქვს.

Exit mobile version