Site icon მოიისფრო

გაგაზაფხულების.

ხომ ხდება ხოლმე, რომ
სულში გაგაზაფხულების იმედით ზიხარ ფინჯან ყავასთან ერთად და გეფიქრება. 
გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შემალული მისი დაკარგვის შიშიდან დაწყებული, მისი ნახვის პერსპექტივით გამოწვეული გულის აჩქარებით, მის ხელებში ჩამალული შენი ხელებით გაგრძელებული და მისი სურნელით სავსე დიდი ქურთუკით დამთავრებული, წვიმისგან რომ გიფარავდა… გეფიქრება და..
ახლა აღარ არსებობს არც მოლოდინი, არც შიში, არც შეხვედრები.
თითქოს შენ სამყაროში არსებობდა მხოლოდ და იქვე დარჩა.
***
ყავის მორიგი ყლუპი.
შენ ისევ ფიქრობ.
გუშინდელ დღეს უბრუნდები.
გუშინ ამ სამზარეულოში შენ და დედა ბლინებს აკეთებდით. გიხაროდათ, რომ დიახ, ყველაზე გემრიელი ბლინები გამოგივიდათ. ის უფრო მეტად გიხაროდათ, რომ ამ ბლინებს ერთად აკეთებდით.
დედას ყველაზე ლამაზი თვალები აქვს. ყვავილები, ვარსკვლავები უციმციმებს თვალებში თითქოს. ყველაზე კარგია, ყველაზე, ყველაზე.
მორიგი ყლუპი და ხვდები, რა სიამოვნებით იქნებოდი ისეთი შვილი როგორსაც ის იმსახურებს…
***
სიამოვნებით იტირებდი, რომ შეგეძლოს და ყველა ემოცია ერთად არ “გაგექრო”.
მალე დამთავრდება ყავა.
და გაგაზაფხულების იმედი? სადღაც დარჩება ალბათ, მაგრამ ხომ არ შეიმჩნევ.. შენ ხომ, შენ, შენ..
***
სად გააქრე. ასე კარგად სად გადამალე, რომ თავად ვეღარ პოულობ. შენივე თავი სად დაკარგე.
ყველა ემოცია, გრძნობა, მოგონება, ის, რაც ასე გაადამიანებდა… სად გააქრე.
გრძნობ, რომ თამაშით იღლები?
გეშინია მათი. ემოციების.
არ შემიძლია ასეთს გიყურო და მაინც ვერ გშველი.
***
დამთავრდა ყავა.
გაგაზაფხულების იმედი კი დარჩებოდა, ალბათ.
***
ხომ არ შევიმჩნევ.

Exit mobile version