Site icon მოიისფრო

დამალობანა

მოდი, დამალობანა ვითამაშოთ…
შენ თვალები დახუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს…
მოდი, დამალობანა ვითამაშოთ…
მე თვალებს დავხუჭავ, შენ – მაკოცე..
მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვამჩნევენ და არ შეგვარჩენენ სიყვარულს, იცოდე…
მოდი, თვალები დახუჭე, მე – ყვავილების გვირგვინს დაგადგამ თავზე..
მერე კი დავიმალოთ, თორემ შეგვნიშნავენ და სულს მოგვიკლავენ..
მე მეშინია .. შენ ??

არ მოკვდე .. იცოცხლე .. ხომ ხედავ, შენით ვცოცხლობ ..
წამოდი დავიმალოთ ..
დავიმალოთ, სანამ შეგვამჩნიეს ..
სანამ მათმა სიძულვილმა ჩვენამდეც მოაღწია ..
მოდი, ერთმანეთი გვიყვარდეს ..

ოღონდ მალულად ..
ჩუმად , თორემ ამათ ხომ იცნობ ..
სიყვარულს მოგვპარავენ .. სულს მოგვიკლავენ .. სიტყვებს თქმამდე გაგვიქრობენ ბაგეებიდან ..
ესა მესა გადის ესა..
დაიხუჭე.. მე ჩაგეხუტები.. მერე კი დავიმალოთ, რომ არავინ შეგვამჩნიოს…


Exit mobile version