Site icon მოიისფრო

თოვლი მოვიდა, მეგობარო.

თოვლი მოვიდა.
პირველი თოვლი.
იყო დრო, ერთად ვხვდებოდით.
არ ვიცი გახსოვს თუ არა, პრინციპში აღარც მაინტერესებს და არც უნდა გახსოვდეს,
მე ხომ გითხარი წადი – მეთქი.
რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ ამის წერას..
მერამდენედ გაგიხსენო.
მერამდენედ ვთქვა, რომ მენატრები.
მერამდენედ შევიკავო მოწერისგან თავი.
მერამდენედ გავიხსენო, როგორ დავბოდიალობდით ქუჩებში დაუსრულებლად
და როგორ ვათბობდით ცივ ზამთარს ჩვენი მეგობრობით?
განა რამე, უბრალოდ თოვლი მოვიდა.
პირველი თოვლი.
ჩვენი თოვლი, მეგობარო.
Tears, again.

Exit mobile version