Site icon მოიისფრო

ჩემო.


მე – ჩემები..
მიყვარხარ.
იქნებ უსაზღვროდ..
ზედმეტად..
და ყოველ ჩასუნთქულ ჰაერზე მეტადაც..
ფილტვებსაც შენ ავსებ, ძარღვებშიც შენ მივლი და…
ვსუნთქავ.
და ჩასუნთქული ჰაერის ყოველი ყლუპით, სულ უფრო თავიდან ვივსები შენით..
სიყვარულს საზღვრებში არ აქცევენ, ჩემო.
და მეც უკვე ამ საზღვრებს გავცდი.
გვიანია..
ძალიან..
დილაა თითქმის.
შენ ალბათ პატარა ბავშვივით გძინავს, არანაირი დანაშაული რომ არ მიუძღვის არავის წინაშე..
მაგრამ, ნუ გავიწყდება, რომ სხვის ცხოვრებაში ასე უნებართვოდ შეჭრაც დანაშაულია.
აი, გათენდა..
მზე ამოდის და..
სუნთქვას ვიწყებ ისევ თავიდან.
და ისევ – შენით.
მიყვარხარ, ჩემო.
YouTube Poster

Exit mobile version