Site icon მოიისფრო

წერილი…?

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სრუილად შემთხვევით, ჩვენ ცხოვრებაში
გარკვეული ადამიანები საოცრად დიდ მნიშვნელობას იძენენ.
აი, ასე. ჩნდებიან სრულიად შემთხვევით, შემოიჭრებიან ჩვენ ყოველდღიურობაში და ზუსტად
მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება.
People always leave.
ეს ასეა.
მეც შემოვიჭერი შენ ცხოვრებაში ალბათ.
ცხოვრობდი შენთვის, აკეთებდი საყვარელ საქმეს, მე კი ძალაუნებურად ყველაფერი აგირიე.
შენ ჩემი პერსონა მოგწონს, ძვირფასო.
მოგწონს ის, რასაც ხედავ.
ფაო ლამაზია (როგორც შენ ამბობ), ხშირად იცინის, ცოტა მოდარტყმულო ტიპია და ერთი სიტყვით, მოგწონს.
ძალიან.
მაგრამ შენ რომ ფაოს ჩრდილოვან მხარეებს იცნობდე, რომ იცოდე რა იმალება პერსონის უკან..
არ ვიცი…
მერეც იქნებოდი ასე აღფრთოვანებული ამ გოგოთი?
იმდენი ადამიანი გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, სათვალავიც ამერია უკვე..
შენც გიშვებ.
ბედნიერებას გისურვებ, მართლა მთელი გულით.
ძალიან თბილად გამახსენდები, ყოველთვის.
და ჰო, შენ ნამდვილად იყავი ის ადამიანი, რომლებიც “შემთხვევით დიდ მნიშვნელობას იძენენ ჩვენთვის და მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება.”

 

Exit mobile version