Site icon მოიისფრო

Happy B.day To Me… :/

დღეს 30 აპრილია.
12-ს გადასცდება და უკვე 1 მაისი იქნება.
ჩემი დაბადების დღე..
უცნაურია, მაგრამ არანაირი საზეიმო განწყობა არ შეიმჩნევა ჩემში..
20 წლის ვხდები..
საუკუნის მეხუთედი..
ვცდილობ გავიხსენო როგორ ვიყავი შარშან ამ დროს..
მგონი მაშინაც ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი.. შემდეგ გამომიკეთდა..
ვნახოთ ამჯერად რა იქნება..
სიამოვნებით მოვუძებნიდი ახსნას ამ განწყობას..
მაგრამ გარკვეულს ვერაფერს ვგრძნობ..
თითქოს იმედგაცრუებული ვარ რაღაცნაირად.. მეგონა, 20 წლის ასაკში იმაზე მეტისთვის მექნებოდა მიღწეული ვიდრე ახლა..
ვერ ვიტყვი, რომ ამ წლების განმავლობაში ვერაფერს მივაღწიე, მაგრამ ეს ის არაა რაც მინდოდა..
ყურების ჩამოყრა არ ღირს, ვეცდები 21 წლისთვის უფრო მეტი მქონდეს სათქმელი..
რა შეიცვალა 19-დან 20-მდე?
1 წელი..
ბევრი ცუდი მოხდა.. ბევრიც – კარგი..
ვეცდები ცუდი აღარც გავიხსენო.
რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი, რომლებიც საკმაოდ ახლო მეგობრებად იქცნენ ჩემთვის..
ყველაზე მთავარი მოვლენა ალბათ მაინც გიოს გამოჩენა იყო ჩემ ცხოვრებაში..
შარშანდელთან შედარებით ახლა ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რადგან ისეთი ადამიანები მყავს გვერდით, რომლებსაც ვუყვარვარ და მიყვარს..
შეყვარებული ვარ და ყოველ დილას ბედნიერებით სავსე ვიღვიძებ..
და მაინც, ყველაფრის მიუხედავად ცუდით არა, მაგრამ სევდიანი განწყობით ვხვდები ჩემ დაბადების დღეს..
ჯერ დიდი დროა ხვალამდე, ვნახოთ შემეცვლება თუ არა განწყობა..
და მაინც, ჰეფი ბირზდეი თუ მი =^.^=
 

Exit mobile version