დღეს ვლაპარაკობდით მე და ირი.. ერთმანეთს ვეწუწუნებოდით იმაზე, რომ საახალწლო განწყობა აღარ გვქონდა.
დავფიქრდი, ვცადე გამეხსენებინა რას ვგრძნობდი ბავშობაში ახალი წლის მოახლოებისას..
აღმოვაჩინე, რომ თურმე ერთი თვით ადრე უკვე სიხარულით ველოდი ახალი წლის დადგომას.
რატომ?
გაგეცინებათ და იმ ჯადოსნური ზღაპრის მჯეროდა, რომელსაც სანტა კლაუსი ერქვა..
ყოველ წელს სანტას წერილს ვწერდი :დ
ყველაზე ამაღლებული მომენტი 1 იანვრის დილა იყო, როცა ნაძვის ხესთან ზუსტად ის საჩუქრები
მხვდებოდა რაც სანტას დავაბარე..
მენატრება ბავშობა..
მენატრება ის დრო, როცა ყველაფრის მჯეროდა..
მჯეროდა ჯადოსნური ზღაპრების..
ლაპლანდიელი კეთილი ბაბუის, ბავშვებს საჩუქრებს რომ ურიგებს და
მისი ხათრით ვცდილობდი მთელი წელი კარგად მოვქცეულიყავი..
მიყვარს სანტა..
ჩემი ბავშობის ყველაზე ფერადი, საახალწლო და კეთილი მოგონება <3
Read Next
1 იანვარიც მიიწურა… ამ წლის პირველი დღე.. ახლა 2 იანვარია.. ამბობენ ბედობააო, ჰოდა მინდა ჩემი ბლოგი და პოსტები დამებედოს.. ორდღიანი ბოდიალის და თავის ტკივილის მერე მეგობრებს საინტერესო იდეა მოგვივიდა თავში.. გადავწყვიტეთ სტადიონზე პატარა საჰაერო ბურთი გაგვეშვა.. ვიყიდეთ და 2 საათი …
არასოდეს არ ვყოფილვარ ასე. “პეპლები” მე ვიც(ოდ)ი ურთიერთობის დასაწყისში.. წელიწადზე მეტია ერთად ვართ და ახლაც გული სადღაც ყელში მიცემს როცა გხედავ, გწერ, შენი ხმა მესმის. მებედისწერები. და მგონია, რომ ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის ამ შეგრძნებას. შენი დანახვით გამოწვეული შეგრძნება რომ …
რატომ იკლავენ თავს ადამიანები? კითხვა, რომელიც ყოველთვის არსებობდა და რომელზეც დღემდე არ არსებობს პასუხი. რატომ, ან როგორ ხდება, რომ ადამიანები ასე ადვილად იმეტებენ თავიანთ თავებს გაქრობისთვის, გარშემომყოფებს კი უდიდესი ტკივილისთვის? როგორ, რანაირად მიდის ადამიანი მომენტამდე, როცა მნიშვნელობა აღარაფერს აქვს? როცა …
სწავლა იწყებოდა ^.^ ისე მიხაროდა დღეებს ვითვლიდი… რა თქმა უნდა გამიხარდებოდა, ჯერ ერთი „ოფიციალურად“ ვიწყებდი ფსიქოლოგიის შესწავლას, თან იმდენი ვიკითხე ერთი სული მქონდა ჩემ ცოდნას როდის „გადმოვაფრქვევდი“, მეორეც – თეატრი!!! მეორე ფაკულტეტად ხომ თეატრალური მქონდა არჩეული… ძალიან მიზიდავდა თეატრი …