ჩვენ გვიხდება რეი და წვიმა, წვიმა და რეი…
გვიხდება წვიმიანი რეის ფონზე საათობით ჯდომა და ერთმანეთის თვალებში ყურება.
ჩვენ კლასობანას თამაში გვიხდება.
გვიხდება ჩხუბი, კამათი და შემდეგ ჩახუტება.
მსუბუქი ეჭვიანობები გვიხდება.
მიხდება, როცა მეუბნები, რომ ძალიან ლამაზი ვარ.
გვიმრის გასრესილი ფოთლების სუნი და გემო აქვს შენს სიტყვებს.
ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ კარგად ვართ.
წვიმა და ჩარლზი, ჩარლზი და… ჩვენ.
ვნებისფერი სიმორცხვე თვალებში.
კათხა ლუდი არსად, ტუჩებზე შეგროვილი და შენთვის განაწილებული სურვილები.
რეპეტიცია, სცენა და შენ.
შენ მე მარწმუნებ, რომ შევძლებ.
იქ, სადაც მე და შენ უნდა გვეცხოვრა, იწყება ცხოვრება გაძლებაზე, ერთმანეთთან ვერმიახლოებით.
განაჩენია? განაჩენია.
მე ხომ შეგპირდი, რომ არ ვიტირებ.
მაპატიე, ამ წამსაც ვტეხ პირობას.
მოდი შოკოლადი ვჭამოთ და ვიყოთ ბედნიერები..
მე და შენ..
ჩვენ მეგობრები ვართ.
Read Next
რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს, ოღონდ ისე, რომ არავის ვახსოვდეთ, ვერავინ მიხვდეს და შესაბამისად არავის ეტკინოს. უბრალოდ, რომ ადგე და გაქრე. არ ახსოვდე მშობლებს, მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც უყვარხარ… გავიდეს დრო, დამშვიდდე, დალაგდე, შენი თავი იპოვო და დაბრუნდე …
გაწვიმდა… ვერცხლისფრად აელვარდა წვიმის წვეთები ხეებზე… ფოთლებზე… ქუხს… წვიმს მხოლოდ ჩემთვის და შენთვის… მე მიყვარს წვიმა… წვიმა, მუსიკა და შენ… წვიმა მიყვარს, რადგან შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ისევ ჩემთან იყო… თითქოს ისევ ჩემი ხარ… არ …
რატომ აკეთებ ამას? სხვა გზას ვერ ვხედავ… და ეს გზა აირჩიე? ვერ ხედავ? ვხედავ… სისულელეს რომ აკეთებ მაგდენს თუ ხვდები? მართალი გითხრა არ მაინტერესებს… რა გჭირს? ეს შენ არ ხარ… შენ იბრძვი, ხელის ჩაქნევა არ გჩვევია… ახლა რა დაგემართა?
ან, მოგწერ რა… რაღაცეები გამახსენდა ახლა.. ცოტა მოვიწყინე.. რამდენი რამ დარჩა წარსულში არა ან?? ზოგჯერ ახლაც კი მენატრება.. ამას ჩემ თავთანაც არ ვაღიარებ, მაგრამ ასეა.. არადა ჩემი რაღაც ნაწილი ვერ იტანს.. თუკი შეიძლება ჩემ “სიძულვილს” სიძულვილი ეწოდოს… როგორც ადამიანი გავანულე …