მოიისფრო Articles.
რომ დაიბადა, ძალიან ვიეჭვიანე. მე 6 წლის ვიყავი, 1 სექტემბერს შევედი სკოლაში და 13-ში თვითონ მოევლინა ქვეყანას. მახსოვს, დილას რომ გავიღვიძე, ბებომ სურათი მანახა. ეს შენი პატარა დაიკოაო, უნდა გიყვარდეს და გაუფრთხილდეო. ვუყურებდი სურათზე გამოსახულ ერთი ციცქნა არსებას, რომელიც გაღიმებულ …
ვიღვიძებ… პირველი, რასაც ვხედავ ფარდის ნახვრეტებიდან შემოსული მზის სხივებია, რომლებიც კედელზე ათინათს ქმნიან. ფარდას ვწევ და ლურჯ, უღრუბლო ცას ვხედავ. მზე მიღიმის… მიუხედავაად იმისა, რომ ძალიან ცივა, მე არ მცივა, რაღაცნაირი სითბოთი ვარ სავსე. გავდივარ გარეთ, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ქუჩაში …
რას იტყვის გოჩა? რას იტყვის მზია? რას იტყვის ნანული? როგორ ჩანს ის? როგორ ჩანს ეს? რა მოსწონთ მათ? და არა: რას ვიტყვი / რა მინდა მე 🙂 რას იტყვი / რა გინდა შენ 🙂 რას ვიტყვით / რა გვინდა ჩვენ …
მოგონებების სასაფლაო- დამტვერილ სხვენში. წიგნები ბევრი. ვზივარ და ვეძებ, რას – ჯერ არ ვიცი. ყდაშემოგლეჯილი ულისე. ყველაფერი მახსენებს რაღაცას. აი, ზღაპრებიც. ეს იმ დროის, თავადაც რომ ზღაპარი მეგონა ცხოვრება. იყო და არა იყო რა. ყოფნით კი ბევრი რამ იყო. აი, …
მაშინ, როცა მხოლოდ შენი სუნთქვა არღვევს ჩვენს შორის წარმოსახვით საზღვარს და როცა შენი ასე ახლოს ყოფნა უკვე თავგზას მირევს. ან მაშინ, როცა დაღლილი მოდიხარ ჩემთან სახლში, რომელიც ჩემია მხოლოდ და არა “ჩვენი” – იმ იმედით, რომ სულ მალე უკვე “ჩვენს” …
ჩვენ ყველა, ვისაც დღეს ცინიკოსებად გვნათლავენ, წარსულის ფრთებდამტვრეული მეოცნებეები ვართ. იცი, არ მაინტერესებს ახლა კითხულობ თუ არა ამ პოსტს, თუნდაც შენ. არა, პრინციპში ზუსტად შენ, რადგან ამ წამს ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მახსოვს. უბრალოდ საინტერესო ფაქტია, რომ გოგო, რომელიც ერთ …
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი. უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე VII ისევ ნაძვები. ჰორიზონტზე. მუქი, მუქი მწვანე. მინდა გავიქცე, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი. მეშინია, თუმცა ხმა არ …
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნიკა წულუკიძემ საგამოცდოდ რომელიმე მსახიობისგან ინტერვიუს აღება დაგვავალა. მაშინვე ვიფიქრე, ბატონ ჯემალ ღაღანიძესთან წავალ – მეთქი, მაგრამ ვერანაირი საკონტაქტო საშუალება ვერ ვნახე. ბოლოს გამახსენდა, რომ გაგას (ჩემი პირველი კურსის პედაგოგს) თავის სპექტაკლში “გონზაგოს მკვლელობა” ყავდა დაკავებული …
უცნაურად მოთენთილი ვიძინებ. მომენტალურად ვითიშები. 07:45 რეკავს მაღვიძარა. უნდა ვივარჯიშო. მხვდება ლუკას SMS “გღვიძავს? გამოვდივარ”. საშინლად მტკივა ყელი. ვდგები, ვიცვამ სპორტულად და ისაა უნდა გავიდე, რომ მახსენდება დღევანდელი გამოცდა. გამოცდა ვოკალში, მაშინ, როცა ნერწყვის გადაყლაპვაც კი მიჭირს. ლუკას ვწერ, რომ …
სოც. ქსელები