დღეს ზუსტად ისე ციოდა, როგორც მაშინ, პირველად რომ მითხარი მომწონხარო.
დღეს გვიანობამდე მეძინა, თბილი, ჭრელი წინდები მეცვა და ფილმებს ვუყურებდი.
დღეს ბევრი ცხელი ჩაი დავლიე და დოჩანაშვილის 2 მოთხრობა წავიკითხე.
ჩემი შემოდგომის საღამოები მიყვარს.
აი, ასეთები. თბილი წინდებით, ცხელი ჩაით და შენზე ფიქრებით სავსე საღამოები.
♥
Read Next
– ვაიმე, ლიკა მასწ 🙁 რომ ვერ ვიმღერო? გუშინ, რეპეტიციაზე, საოცრად თავდაჯერებული ვიყავი. ბევრი ვიმუშავე ჩემ თავზე სახლშიც, რეპეტიციებზეც, ბევრჯერ დამუშავდა სიმღერები, დუეტებშიც ძალიან კარგი მეწყვილეები მყავდა, ინდივიდუალურად Hallelujah-ს ვასრულებდი და მისამღერში ჩემი ანანო ძალიან ლამაზად მყვებოდა. მოკლედ, იდეალურად იყო …
ბოლო დროს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა მოხუცების მიმართ.. გული მტკივა, რომ ეს ხალხი, რომლებიც ახალგაზრდობაში წარმოუდგენლად ბევრს აკეთებდნენ, სიბერეში ყველასგან მიტოვებულები რჩებიან. ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა აღარ ერჩით და ჩვენთვის იმის გაკეთება აღარ შეუძლიათ რაც ახალგაზრდობაში შეეძლოთ? რატომ უნდა იქცეს …
– გძინავს? მეძინა, თითქმის.. უფრო სწორად იმ მდგომარეობაში ვიყავი, საცაა რომ უნდა ჩაგეძინოს, ბურანში რომ ხარ.. – არა, ჯერ.. შენ? – კი და ასე გელაპარაკები :დ გადავხედე, გამეცინა.. ეს გოგო კარგად მოქმედებს ჩემზე – გავიფიქრე.. ჩემი ბავშობის დაქალი იყო.. ერთად …