ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები.
ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლა ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოება შენთან.
გაფერადებული არსებობა და წვიმაში, ყოყმანით გამხელილი გრძნობები.
შენი აივანი, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანს.
შენი ოთახი, სადაც ბევრი სურათი და წიგნია. და ყველაზე მთავარი – შენი სურნელი, რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებ ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობს – ხოლმე.
ვიხსენებ ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში და ჩემს თავს ვეკითხები. მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?
ახლა ზამთარია.
ცივი, ვრცელი ზამთარი.
სულ ცოტა დარჩა, მალე ზამთარსაც გადავაგორებთ და გაზაფხულის უცნაური, ნაცნობი სურნელი რომ შეგვიღიტინებს ცხვირში, სუნთქვას დავიწყებთ ისევ თავიდან და ვიცი, ბედნიერებით სავსე თვალებით რომ შემომხედავ, გაიფიქრებ, რომ ჩვენი დრო დაიწყო.
“ჩვენ” ხომ გაზაფხულზე დავიწყეთ.
და მართლაც რომ მკვდრეთით აღდგომას დაემსგავსება ეს ყველაფერი.
Read Next
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. თითქოს არაფერი ხდება ცუდი, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა – და ასეც არის, მაგრამ რაღაც, შენ თვითონაც არ იცი – რა, შიგნიდან განგრევს და გეშინია, …
ძალიან უცნაური გრძნობა მაქვს. სანამ ახალმა წელმა არ მოაღწია მისი მოსვლა ვერც ვიგრძენი. ზუსტად ნახევარი საათია მოვრთე სახლი, გავაწყე სუფრა, გავიპრანჭე და ამ პოსტის წერას შევუდექი. საოცარმა სიხარულმა ამავსო უცებ.. თითქოს ამ წელთან ერთად რაღაც ახალს ვიწყებ.. ასეთი იმედი სიახლის, …
გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი.. თავში სრული ქაოსი მქონდა.. ვიყურები გარშემო და ახალს ვერაფერს ვხედავ.. ვერავის და ვერაფერს.. ყველა ერთმანეთის ასლი რატომაა? არ გაგჩენიათ ეს კითხვა? აი მიმოიხედეთ 😐 .. რას ხედავთ გარშემო? ერთნაირი ტანსაცმელი, ერთნაირი აქსესუარები, ერთნაირი “პახოდკა” , მანერები, …
ჰო. ლამაზი ვიყავი დღეს. ალბათ. კიარა და ალბათ დღეს უფრო ლამაზი ვიდრე სხვა დროს. დავიმსახურე ყველას ყურადღება. სხვა დროს თუ მახალისებდა, დღეს გამაღიზიანა. სიამოვნებით დავთხრიდი თვალებს და ჩამოვაფხეკდი იმ უაზრო ღიმილს სიფათებიდან. ჰო. ნწ. არვიღებ ხმას. ეგოისტურად გამოვა. გამოვა რა, …