დღეიდან ჩემი პერიოდი იწყება <3 ჩემი შემოდგომა.. ჭკუა მეკეტება ამ ოქროსფერ სეზონზე.. რაღაც საოცარი ენერგიით ვივსები, ჩემი გაზაფხული შემოდგომაა, ამ დროს ვიღვიძებ, ამ დროს ვხდები ისეთი, როგორც არასდროს…ჩემ სახლთან გზაჯვარედინია.. ასე ოქტომბრისკენ, როცა უკვე ყველა ფოთოლი ჩამოვარდება, გზაჯვარედინი ფოთლებით იფარება… მთელ სიგრძეზე მხოლოდ გზა, სახლები და ჩამოცვენილი ფოთლებია. ცაში რომ აიხედავ, ნაცრისფერ ფონზე შავად არჩევ ტოტებს.. მომენტებში მზის სხივებიც ანათებს და სასიამოვნოდ გათბობს.. გზის ერთი ბოლო ტყისკენ მიდის, ტყეში ხომ ნამდვილი სამოთხეა (ჩემთვის), მიწა სულ ნეკერჩხლის ფოთლებითაა დაფარული, ირგვლივ ყველაფერი ოქროსფერია, მივდივარ და ფოთლების ხრაშუნის ხმა მესმის, სხვა არაფერი…იმ ფოთლებში წოლა, ცაში ყურება და ლამაზი მუსიკა..ამაზე მეტად არაფერი მიყვარს…მთელი ზაფხული ველი ამ დროის დადგომას და აი დადგა კიდეც ^^ჩემი ლამაზი შემოდგომა…
ჩემი სეზონების დედოფალი <3
Read Next
სისხლი მეყინება, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. უნდა დავწერო… სულმოუთქმელად გავრბივარ.. ცივი ქარი სახეში წვიმის წვეთებს მაყრის.. თვალები მებინდება.. ცივ წვეთებს ცხელი ცრემლი უერთდება.. ისევ გავრბივარ.. უმისამართოდ.. უკანასკნელი ღონის გამოლევამდე.. მტკიცე გადაწყვეტილებით.. წარსული თითქოს ერთ დიდ ბუნდოვან მასად ქცეულა, …
– როგორ ხარ? – ლიმნისფრად. – ეგ როგორია? – ლიმნისფერია. – ნორმალურად პასუხის გაცემა ისევ ვერ ისწავლე, არა? – და შენ ისევ ისე განაღვლებს ეს.. სასაცილოა. – სასაცილო ჩვენ შორის თუ ვინმეა, ეს შენ ხარ. – ვიცი. – ისევ ასე, …
გაზაფხულია. სულ რაღაც 8 დღეა, გაზაფხულმა პირველი ნოტების დაკვრა დაიწყო, ქალთა დღეაო, ამბობენ, გაზაფხულია. გაზაფხულია. ჩვენს ქვეყანაში ბოლო 2 თვის მანძილზე 8 ქალი მოკლეს, 8 ქალს ჩაუქრეს სხივები თვალებში, სიტყვები თქმამდე გაუქრეს ბაგეებიდან, გაზაფხულია. გაზაფხულია.მალე ყვავილობა დაიწყება, თავბრუდამხვევი სურნელი დატრიალდება ირგვლივ. …
რატომ ვერასდროს ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს? ახლა, ისე, როგორც არასდროს მაწუხებს ეს კითხვა. როგორ ვერ უნდა იგრძნო, როგორ ვერ უნდა მიხვდე, როგორი სიყვარული შეუძლია ქალს. როგორ ვერ უნდა დააფასო მანამ, სანამ შენთანაა. როცა უყვარხარ, როცა იცის, რომ 1 წლის სიცოცხლე …