არ ვიცი რატომ მავსებს ეს თეთრი, გაყინული მასა ასეთი სითბოთი, მაგრამ ფაქტია, რომ თოვლის მოსვლისთანავე სუულ სხვანაირი ვხდები… ისეთი, როგორიც სხვა დროს არ ვარ.. იცი ერთი დილა გამახსენდა… მაშინ აბიტურიენტი ვიყავი.. დილას აადრე მქონდა უნარების გაკვეთილი.. სადღაც 8 საათზე გავედი სახლიდან და გავშრი.. ჩემ წინ დიიდი თეთრი სივრცე იყო.. ყველაფერი თეთრად ბრწყინავდა.. თოვლს ჯერ ადამიანის ფეხის ნაკვალევი არ ეტყობოდა.. მხოლოდ ერთი-ორგან იყო ჩიტების კვალი.. გამეცინა და გზა განვაგრძე.. მივდიოდი და თავი თეთრ ზღაპარში მეგონა.. თეთრი სიჩუმე… რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, რომელიც დღემდე მომყვება…
მიყვარს თოვლი… ყინვასა და სიცივეზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ თოვლი მიყვარს..
მიყვარს ღამით თოვლში ბოდიალი… ლამპიონების შუქზე მოცეკვავე ფანტელები… ნეელა რომ მოფარფატებენ და შენს თმაში იკარგებიან…
მომწონს ლამპიონების შუქზე გაბრწყინებული ჩემი თმა – თოვლის ფიფქებით სავსე…
მომწონს ფიფქების თვალიერება… რამდენი ფორმაა… სულ სხვადასხვა…
რაღაც საოცარი ემოციით მავსებს…
თოვლს შენი სურნელი მოაქვს ჩემამდე…
სწორედ ამიტომ “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა” …
იცი, მიხარია, რომ შემიძლია ამდენს ვგრძნობდე…
“მე თოვლი მიყვარს… როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა” …
ჰო, მიყვარს თოვლი …
მიყვარს ეს თეთრი ზღაპარი, სადაც თუნდაც ერთი დღით შეგვიძლია მხოლოდ მე და შენ ვიყოთ..
Read Next
სულში მოგონება ისევ ღამეს ათევს, შენით შეშლილი ვარ, კვლავ შენ გელოდები, ვიცი, ფანტომი ხარ, ჩემი ფანტაზია, თავში მოფრენილი გიჟი ოფოფები.. ვიცი, შეშლილი ვარ, სულით ავადმყოფი.. შენი არსებობით მაინც კარგად მყოფი, ვიცი, ტყუილი ხარ – მაინც შენით ვცხოვრობ… მაინც შენით ვსუნთქავ, …
– გძინავს? მეძინა, თითქმის.. უფრო სწორად იმ მდგომარეობაში ვიყავი, საცაა რომ უნდა ჩაგეძინოს, ბურანში რომ ხარ.. – არა, ჯერ.. შენ? – კი და ასე გელაპარაკები :დ გადავხედე, გამეცინა.. ეს გოგო კარგად მოქმედებს ჩემზე – გავიფიქრე.. ჩემი ბავშობის დაქალი იყო.. ერთად …
სიტყვების უაზრო რახარუხი.. და მაინც რამდენი რამ ვერ ვთქვით. ნუთუ მხოლოდ სიყვარულიდან სიძულვილამდე გადადგმულ ნაბიჯშია გამოსავალი? ნუთუ მხოლოდ ასე შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება იისფერი დილის, იასამნის სურნელის და ვერშეგრძნებული გაზაფხულის გარეშე? და თუ ასეა, მაშინ ამ ნაბიჯსაც გადავდგამ ოდესმე ალბათ. …
სიყვარულის კონვერტს გამოვატან წერილებს შენთან… როგორც ადრე… გახსოვს??? მინდა გახსოვდეს… მინდა გახსოვდე… მინდა დამიმახსოვრო… თუ გინდა ნუ გეყვარები… არ მინდა ჩემთვის იტირო… უბრალოდ დამიმახსოვრე… დამიმახსოვრე, რადგან წავალ და აღარასოდეს მოვალ ასეთად… დამიმახსოვრე რადგან მიყვარხარ… დამიმახსოვრე, ისევე როგორც მე მახსოვს შენთან …