წვიმს.
ჩვენი ამინდია.
მთელი დღეა სახლში ვარ. როგორ მომნატრებია სახლში ყოფნა, თურმე.
ის თეთრი სვიტრი მაცვია შენ რომ მოგწონდა. თბილი, ფერადი წინდები და ჭიქა მწვანე ჩაი – გვერდით, სულ რომ ვცდილობდი ძალით დამელევინებინა შენთვის და მაინც ვერ შეგაყვარე.
***
“მე” თანდათან ეჩვევა უ”შენ”ობას. ისევ ისეთია. მხიარული, ზოგჯერ ლამაზიც.
“შენ”ის სურნელიც ისევ “მე”სთანაა.
დრო, დრო..
“მე” ს რეპეტიციები დაეწყო. უხარია. ახალი ტელეფონიც შეიძინა. ვარცხნილობა შეიცვალა. ერთი სიტყვით, სიახლეებს ეძებს.
როგორც შეგპირდა, ერთი წუთით არ შეუშლია ხელი მომხდარს მის საქმეში. იმედი აქვს, რომ შენც ასე ხარ.
***
რა არის მონატრება?
***
– მოდი დავიკარგოთ.
– დრო აგვცდა.
– თუ ჩვენ ავცდით?
– დროს?
– ერთმანეთს.
***
ხვალ თოვლია გამოცხადებული. დღეს მთელი დღე წვიმს. მე 2 ჭიქა რძიანი ყავა დავლიე. შერლოკს ვუყურე, დოჩანაშვილის მოთხრობები წავიკითხე და ახლა ჩაის ვსვამ. და ჰო, ვწერ.
თუ გწერ?
ორივე.
შენ რას შვრები?
***
“მოდი დავიკარგოთ”
მითხარი და დროც…
***
“მე” ს მაინც არ ტოვებს შეგრძნება, რომ…
***
ჩაი დამთავრდა. კიდევ დავისხამ.
იცი, გუშინ მარიტა ვნახე. ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ, სურათები გადავიღეთ, კარგი იყო ♥
***
… რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვით.
***
ხვალ ითოვებს.
Read Next
“და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი.” ბევრჯერ გამღვიძებია ღამით სიზმრით შეშინებულს. დამსიზმრებია, რომ დავშორდით, ან რამე დაგემართა, ერთი სიტყვით უშენობა – ყველაზე დიდი კოშმარი იყო. ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველაზე მეტად ამის მეშინოდა. მერე გირეკავდი – ხშირად ატირებული, …
იყო და არა იყო რა… ბავშობაში ზღაპარს რომ მიკითხავდნენ, ყოველთვის ასე იწყებოდა… ყოველთვის ყველაფერი ასე იწყება… ჩვენი ამბავიც ასე დაიწყო… იყო და არა იყო რა… იყავი შენ და ვიყავი მე… ერთად …
მე ერთი მეგობარი მყავს. მეგობარი კი არა, მეორე მე – ა. მიხსენებია, თუმცა არასოდეს ვსაუბრობ მასზე. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ როცა ვიღაც ძალიან გიყვარს და კიდევ უფრო… ვერ საუბრობ მასზე. გიჭირს. ამას მხოლოდ გრძნობ. ბროწეულის ყვავილივით ლამაზია მარიტა. ყველაზე …
მოგონებების სასაფლაო- დამტვერილ სხვენში. წიგნები ბევრი. ვზივარ და ვეძებ, რას – ჯერ არ ვიცი. ყდაშემოგლეჯილი ულისე. ყველაფერი მახსენებს რაღაცას. აი, ზღაპრებიც. ეს იმ დროის, თავადაც რომ ზღაპარი მეგონა ცხოვრება. იყო და არა იყო რა. ყოფნით კი ბევრი რამ იყო. აი, …