“შეყვარებული თუ გყავს, რატომ დამამატე?”
“ამდენი მეგობარი რომ გყავს, თან ბიჭები, არ გიშლის შეყვარებული?”
“შეყვარებული არ გიშლის ბარში ჯდომას?”
და მსგავსი შეკითხვების მქონე გენიოსებს მინდა ვუპასუხო.
არა, არ მიშლის.
-
როცა საქმე რამის დაშლაზე მიდის, ეს არაა ჯანსაღი ურთიერთობა, დაიმახსოვრეთ. ადამიანი, რომელიც პატივს გცემს, გენდობა და უყვარხარ, არაფერს დაგიშლის და არც ეჭვს შეიტანს შენში.
-
მყავს უამრავი მეგობარი, რომელთა შორის ბევრი ბიჭია. ბარშიც ვმჯდარვარ მათთან ერთად (და კიდევ ბევრჯერ დავჯდები), ფეხითაც ბევრი მიბოდიალია, სახლამდეც მოვუცილებივარ და იქნება კიდეც ასე. ისწავლეთ მეგობრობისა და ფლირტის გამიჯვნა. ეს რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ მიშლის (!) შეყვარებული ხალხთან ურთიერთობას.(ჩვენში დარჩეს და, სასაცილოა ამ კითხვის დასმა).
-
ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვამატებ ადამიანებს მაშინ, “როცა შეყვარებული მყავს”. ისევ და ისევ, ისწავლეთ უბრალო ნაცნობობის, მეგობრობის და რაღაც სხვის გამიჯვნა.ნუ მიანიჭებთ თქვენ თავებს იმაზე დიდ მნიშვნელობას, ვიდრე გაქვთ. თქვენვე დაგაზარალებთ.(მაინცდამაინც ჩემთან ურთიერთობას არ ვგულისხმობ, ზოგადად ცხოვრებაში გამოგადგებათ) 🙂