ნაწვიმარ ქუჩებში ბოდიალი შენთან ერთად.
სიცივე, ქარი, ჩამოცვენილი ფოთლები და ჩვენ.
ყვითელი ფოთლების ხალიჩაზე ცეკვა.
მინდვრის ფოთლები ჩემს დაშლილ თმაში და შენი ხელი ჩემს ხელზე.
ჩემი ხელი შენს გულზე.
შენი გულისცემის შეგრძნება.
სიჩუმე.
ვიყურებით ცაში.
ცა ნაცრისფერ/ცისფერ/ვარდისფერია.
ცის ფონზე ხის ტოტებს ალაგ-ალაგ შერჩენიათ ფოთლები.
ჩვენ ვწევართ მინდორში.
ფოთლებზე.
ცივა.
ჩემი ხელი ისევ შენს გულზე.
შენი გული ისევ ჩქარა ცემს.
ის ხელი, რომელიც ჩემ ხელზე გიკიდია, თბილია.
მე მიყვარს შენი თბილი ხელები.
ძალიან 🙂
შენ ლამაზი თითები გაქვს და ამ თითებით თმაზე მეფერები.
შენ ლამაზი ხარ, თუმცა ამბობ, რომ მე ვარ შენზე, იმაზე, ყველაზე ლამაზი.
გზაჯვარედინი.
ისევ ფოთლები.
ყვითლები. ლამაზები. მარტოსულები.
და ჩვენ. <3
ცივა. ცხვირებს ისევ ერთმანეთის სუნთქვა გვითბობს.
ულამაზესი დღე იყო.
კიდევ ბევრჯერ მინდა ასე ფოთლებში წოლა, ცაში ყურება და შენი გულისცემა.
შენ მე მხდი ასეთ ბედნიერს.
Read Next
– შენ არ მოგწონს ეს სამყარო, ჰო? – არა. – რატომ? – მტკენს. – ეგ როგორ? – აი, ასე. ყოველი ამოსუნთქვით, შუშის თვალებიდან ნასროლი მზერით, გაუფასურებული გრძნობებით, მოწამლული ჰაერით, შურით, ბოღმით, ბოროტებით, შექმნილი კერპებით და მათი თაყვანისცემით, გაუფასურებული რწმენით, მოდაში …
There is no excerpt because this is a protected post.
აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.ალბათ, ზუსტად ისეთები ვიქნებით, როგორებიც ახლა და აქ.შენ, ისევ გაგიჭირდება ემოციების გამოხატვა, ისევ მოგინდება რამე თბილი მითხრა, მომეფერო, მაგრამ მხოლოდ თავზე გადამისვამ ხელს – უხერხულად, როგორც ყოველთვის. ჩვენ არასდროს გამოგვდიოდა თბილი ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად ვიყავით. არასოდეს გითქვამს ჩემთვის, როგორ გიყვარდი. რა თქმა უნდა, არც მე მომიკლავს თავი ამაზე საუბრით. ზუსტად ვიცი, აუცილებლად იარსებებს “იქითა სახლი” სხვა ცხოვრებაშიც, სადაც სკოლიდან დაბრუნებულს,კარაქში შემწვარი კარტოფილის, ახალი პურის და ცხელი ჩაის სურნელი შემიღიტინებს ცხვირში. გავა ბევრი ზამთარი და გაზაფხული, ბევრი გრძელი წელიწადი და ნელ-ნელა გაუფერულდება სახლიც, შენცდა ახალი პურის სურნელიც. სულ უფრო მეტი რამ გვეწყინება ერთმანეთისგან, სულ უფრო მეტ რამეში დაგადანაშაულებ, სულ უფრო ხშირად შეგპირდები, რომ მოვალ და სულ უფრო ხშირად ვერ მოვიცლი შენთვის. მერე, შემოდგომის ერთ არც თუ ისე მშვენიერ საღამოს გავიგებ, რომ მალე ამ სამყაროდან სადღაც სხვაგან გადაინაცვლებ. მე კი ისევ ისე ვინანებ იმ არ-შესრულებულ დანაპირებ(ებ)ს, როგორც ახლა და აქ. ყოველთვის ასე ხდება, ადამიანები ყოველთვის ვტკენთ ერთმანეთს.ყოველ დილას ახლიდან ვსწავლობთ სუნთქვას, სიარულს, ახლიდან ვირგებთ ფერად ნიღბებს და ვუერთდებით ამ მასკარადს. ვიცინით, ვიცინით ძალიან ბევრს, ვიცინით მანამ, სანამ სუნთქვა არ გაგვიჭირდება, ვიცინით მანამ, სანამ მუცელი არ გვეტკინება სიცილისგან, ვიცინით, რომ წამოსული ცრემლები ისევ სიცილს დავაბრალოთ, ვიცინით, რომ გადავრჩეთ,ვიცინით, რომ ჭკუიდან არ შევიშალოთ. და ასე იქნება მუდამ. გავქრებით თოვლის ფიფქებივით და… …აუცილებლად შევხვდებით სხვა ცხოვრებაში.
მზის პირველი სხივი.. ცოტათი გახელილი თვალი.. მსუბუქი თავბრუსხვევა.. ოდნავ აღქმული სამყარო.. პირველი ფიქრი რაც მოდის ისაა, რომ “ის” ისევ შენ ცხოვრებაშია.. მისით იწყებ დილას.. ღამეც ხომ მასზე ფიქრში ჩაგეძინა.. დღეს ნახავ.. <3 მერე რა, რომ ლექციების მერე.. მერე რა, რომ …