დიდი ხანი ვიფიქრე დამეწერა თუ არა 2012 წლის შემაჯამებელი პოსტი.
ბოლოს რომ გადავხედე რამდენი რამ მოხდა ამ წელს, გადავწყვიტე დავწერო.
თუნდაც იმისთვის, რომ მე დამრჩეს.
- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წლის დაწყებიდან 1 თვეში მოხდა, იყო ჩემი რილეიშენშიფი, რომელმაც მართლა ყველაფერი შეცვალა.
ძალიან შევიცვალე პიროვნულად. ამ პერიოდში ყველაზე მეტად არ მინდოდა არანაირი რილეიშენშიფი, არანაირი ხანგრძლივი ურთიერთობა და ა.შ.
მთლიანად კარიერაზე ვიყავი ორიენტიერებული. მაგრამ რაღაცნაირად ისე გამოვიდა, რომ ვერც გავიგე როგორ შემიყვარდა. არ ვნანობ, პირიქით.
გიო რომ არა, ბევრ რამეს ვერ ვისწავლიდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანმა მასწავლა დათმობა, პატიება, ბოდიშის მოხდაც კი.
არასოდეს ვთმობდი, არავის არაფერს ვპატიობდი და არც ბოდიშს ვიხდიდი :დდ
მოკლედ, ბევრად თბილი და ლოიალური გავხდი ბევრი რამის მიმართ. შეიძლება იმიტომაც, რომ იმდენად ბედნიერი ვარ, არ “მცალია” სხვების იდიოტურ ნაბიჯებზე (თუნდაც ჩემ მიმართ) საფიქრელად.
ეს პირველი მადლობა 2012 წელს იმისთვის, რომ ძალიან დიდი ბედნიერება მაჩუქა. 1 წელი გახდება 30 იანვარს, რაც ერთად ვართ და ეს 1 წელი მთელ ცხოვრებაზე უფრო ბედნიერი იყო. - ძალიან უცნაური ფაქტი იყო ისიც, რომ რვაასჯერ შევიცვალე სამსახური. არ ვიცი, რატომ ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილზე. ყველა სამსახურიდან წამოვედი სადაც მივედი 😀 ზოგან სიტუაცია არ მომეწონა, ზოგან ხელფასი, ზოგან ხელფასიც მომეწონა და სიტუაციაც, მაგრამ დროში ვერ შევათავსე თეატრთან და ა.შ. მთელი წელი სამსახურების ცვლა/ძიებაში გავატარე. ვნახოთ რამდენ ხანს გავქაჩავ ამ სამსახურში. აქ სიტუაციაც მომწონს, ხელფასიც და დროებშიც ვათანხმებ. იმედია ისეთს არაფერს მოვიფიქრებ, ან არ მოხდება, რომ წამოვიდე :დ
- ზაფხული იყო ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი ^^ დავისვენე იდეალურად. ოჯახთან, გიოსთან, მეგობრებთან ერთად <3 იმდენად ლამაზი და კარგი იყო, ალბათ არასოდეს დამავიწყდება.
- ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო ის, რომ საბუთები თეატრალურზე გადავიტანე.
სწავლა რომ მთავრდებოდა, გადავწყვიტე ასე გამეკეთებინა. ფსიქოლოგიასაც ვისწავლიდი, ოღონდ მეორადად.
რომ შევიტანე განცხადება, ასე მითხრეს ჯერ ფაკულტეტმა უნდა განიხილოს და ან დაკმაყოფილდება ან არაო.
ნუ, ველოდე მთელი ზაფხული. არც თანხმობა ჩანს არც უარი.
საბოლოოდ გადავიწყვიტე იმედი და სწავლის დაწყებამდე ზუსტად 1 კვირით ადრე შემატყობინეს დააკმაყოფილესო <3
ჩემზე ბედნიერი თუ იყო და ახლაც თუა ვინმე არ ვიცი :დ
მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვვარჯიშობდი და უცებ მომიხდა სასცენო მოძრაობასთან და ცეკვასთან “შერკინება”, მაინც.
პლასტიკის გაკვეთილები ისეთი ადამიანისთვის, ვინც ელემენტარულ ვარჯიშებსაც არ აკეთებდა, კოშმარია :დ
მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვევი. - ასევე აღმოჩნდა, რომ კარგი ხმა და სმენა მქონია <3
ახლა საგამოცდოდ ვამზადებ ამ სიმღერას.
იმედია 2013 წლის პირველი გამოცდა ვოკალში წარმატებით ჩაივლის. - ვიავადმყოფე საოცრად ბევრი 😀 არ მეგონა თუ შესაძლებელი იყო მთელი წელი გაციებული ვყოფილიყავი, მაგრამ როგორღაც მოვახერხე.
- 2012 წელს “ჩავაბარე” რამდენიმე მეგობარი. ძალიან მწყდება გული, მართლა უზომოდ. მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ყველაფერი ვცადე.
ჩემი სურვილით არავინ დამიკარგავს.. ნაწილი იყო დასაკარგი, ნაწილი – არა.
აი ის “არა” – ს ნაწილი იმდენად ძვირფასია ახლაც ჩემთვის, რომ შემეძლოს ყველაფერს გამოვასწორებდი. მაგრამ სამწუხაროდ მარტო ჩემი ცდა არ კმარა. ვნახოთ 2013-ში რა მოხდება. - როგორც იქნა 2012-ში ვისწავლე ემოციების კონტროლი. მივხვდი ვინაა ღირსი დაუთმო ყურადღება და ვინ-არა. გაამართლა.
- არ შეიძლება რაღაც დაკარგო და სხვა არ იპოვო, ყველაფერი ბალანსდება. კი, დავკარგე რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ასევე რამდენიმე ძალიან კარგი მეგობარიც შევიძინე. გამოვყოფდი ანას და ლუკას.
- და ბოლოს, როგორც იქნა მივიღე “გმირული” გადაწყვეტილება და ზუსტად წლის ბოლოს შევიჭერი თმა :დდ (და მგონი ფერის ცვლილებაც 2012-ში მოხდა)
- უყურადღებოდ ვერც “აპოკალიფსს” დავტოვებდი. სხვისი არ ვიცი და, 21 დეკემბერი საკმაოდ კარგი დღე იყო ჩემთვის <3
- რას ველი 2013 წლისგან?
- პირველ რიგში, სასურველია შედგეს ჩემი, როგორც მსახიობის დებიუტი სცენაზე.
თუ ჩემ თავზე იმდენს ვიმუშავებ, რომ ამას მივაღწევ, ძალიან ძალიან ბედნიერი ვიქნები.. - იმედია წელს მაინც მოვისვენებ ერთ სამსახურში :დ
- პირად ურთიერთობებში რა თქმა უნდა სტაბილურობა. მე, გიო. სულ სულ ერთად, სხვა ნოუფ, არ მინდა.
- ველი რაც შეიძლება ნაკლებ დანაკარგს, წელს მაინც.
- და ბოლოს, მინდა 2014 წლისთვის გაცილებით მეტი მქონდეს დასაწერი.
გილოცავთ ბავშვებო დამდეგს, სურვილების ასრულებას გისურვებთ.
ჰეფი, ჰეფი.
<3