საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი…
ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა…
ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი…
ყველა მისი დახმარების მოლოდინში…
მისთვის კი – არავინ…
ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას…
წყლის პატარა წვეთი ოკეანეში…
არარსებული მზის სხივებით გამთბარი…
გამოგონილ სამყაროში მცხოვრები – ამ სამყაროს შემთხვევითი სტუმარი…
ცოტა ხნით შეყოვნებული…
ან უბრალოდ გოგო, რომელიც აკაკუნებს და აკაკუნებს კლავიატურაზე დაუსრულებლად, თვითონაც არ იცის რას….
პოეტურ განწყობაზე მყოფი, ცრემლების ღვარღვარის ხასიათზე…
გასენტიმენტალურებული იდიოტი…
ყველასთვის თითით საჩვენებელი…
სასაცილო ხარ!!!
სასაცილო ხარ, გესმის???
აზრზე მოდი :X
იცი, შენ ერთადერთი იყავი, ვისაც ჩემში სული უყვარდა… უყვარდა შინაგანი სამყარო, ზუსტად ხვდებოდა რა იდო ჩემს ნაწერებში…
შენ ერთადერთი იყავი, ვისაც მე ვუყვარდი და მაინცდამაინც შენ არ დაგაფასე…
^^
არეულ-დარეულო…
დალაგდი..
დალაგდი, თორემ აფრენ, ხომ ხედავ…
არ შეიმჩნიოთ ეს
არეულ-დარეული, უშინაარსო პოსტი…
მზის პირველი სხივი.. ცოტათი გახელილი თვალი.. მსუბუქი თავბრუსხვევა.. ოდნავ აღქმული სამყარო.. პირველი ფიქრი რაც მოდის ისაა, რომ “ის” ისევ შენ ცხოვრებაშია.. მისით იწყებ დილას.. ღამეც ხომ მასზე ფიქრში ჩაგეძინა.. დღეს ნახავ.. <3 მერე რა, რომ ლექციების მერე.. მერე რა, რომ …
ეს არის რეალური ისტორია, ჩემი მეგობრის. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე დაწერა, თითქოს ისეთი არაფერი. უბრალოდ იმ ემოციამ გადამაწყვეტინა, რაც მაშინ მარიტაში დავინახე. დღე IV ვიღვიძებ გაბრუებული და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ თეატრში უნდა მივიდე. პრინციპში, რომ არ მივიდე ჩემი დაქალი …
მე მომწონს ის, რომ შენ არ გიყვარვარ… არც მე მიყვარხარ და ესეც მხიბლავს… რატომ? არ ვიცი… ალბათ იმიტომ, რომ ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს.. სიყვარული ხომ საოცრად მასუსტებს.. და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას… ჰო, მინდა მყარად …