ალბათ გგონიათ, რომ ბავშობის მოგონებები შემომაწვა და თითქმის ყველასთვის
საყვარელ პერსონაჟზე, დიდთვალება და ლამაზდრუნჩიან ბემბიზე ვწერ.
გარკვეულწილად ასეცაა, ბემბის დიდი, ლამაზი თვალები და ულამაზესი ცხვირ-პირი აქვს.
და საერთოდ ულამაზესი გოგოა. დიახ, მე ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობარ ბემბიზე ვწერ.
და ჰო, ისიც ყველასთვის საყვარელია.
აი, ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყურებ და.. They make your day!
ასეთია ბემბოც. უყურებ და რაც არ უნდა ცუდად იყო, რაღაც მომენტში კარგად ხდები.
იმიტომ, რომ.. როგორ აგიხსნათ, ეს ხომ ბემბია. ბემბის უნდა იცნობდეთ რომ მიხვდეთ.
ერთ-ერთია იმ იშვიათი ადამიანებიდან, რომლის გამოც თეატრში მისვლა მიხარია.
ჰო, ერთ თეატრში ვართ მე და ბემბო <3
უცნაურია ისე, არასოდეს მითქვამს მისთვის ეს ყველაფერი.
ვერც იმას ვიტყვი, რომ გადაფსკვნილი დაქალია.
მაგრამ ხომ ვამბობ, ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, ვინც მართლა გულით მიყვარს, იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ბემბო არ გიყვარდეს.
დღეს ბემბის დაბადების დღეა ♥
ბემბო, გილოცავ დაბადების დღეს!
არც ვიცი შენნაირ ადამიანს რა შეიძლება ვუსურვო.
ალბათ ჩვენ თავებს უნდა ვუსურვო, რომ შენსავით კარგები ვიყოთ, არ ვიცი.
შენ კი უბრალოდ ეგეთი დარჩი ♥
როგორიც ხარ.
იმიტომ რომ უ-კარგესი რამ ხარ!
მიყვარხარ და ბევრ როლს, ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ბევრი ფოტოს გადაღებას და მოკლედ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ.
Read Next
ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ სრუილად შემთხვევით, ჩვენ ცხოვრებაში გარკვეული ადამიანები საოცრად დიდ მნიშვნელობას იძენენ. აი, ასე. ჩნდებიან სრულიად შემთხვევით, შემოიჭრებიან ჩვენ ყოველდღიურობაში და ზუსტად მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება. People always leave. ეს ასეა. მეც შემოვიჭერი …
ვფიქრობ და ვერ ამიხსნია, რანაირად ხდება, რომ ისეთი სიცარიელე ჩნდება, რომელსაც ვერაფერი ავსებს. რანაირად ვივიწყებთ ადამიანები ერთმანეთს ასე? მართლა ტანსაცმელივით ვირგებთ? მერე ვიხდით, ვცვლით და ა.შ? და თუ ავიკვიატეთ, მერე? ალბათ მერე ჩნდება ეს აუვსებელი სიცარიელე. როცა ვერც იმ აკვიატებულს …
“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს..” ან უბრალოდ იმ მდგომარეობას, რომელშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავი, ხარ და იქნები. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ უამრავი ადამიანი გეხვია და გახვევია გარს. მარტო იყავი და იქნები …