22 წლის წინ, ამ დღეს, ალბათ 19 წლის დედაჩემს პირველად აუჩქარდა გული სხვანაირად, როცა გაიაზრა, რომ ცხოვრებაში პირველად თვითონ იყო დედა და სულ რაღაც ორ თვეში მოევლინებოდა ქვეყანას არსება, რომელიც იმჟამად მასში იმყოფებოდა, ის – ვისაც უყოფდა ჰაერს და საკვებს.
ამ დღის მერე 22 წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამ შეიცვალა.
თუნდაც ის, რომ 22 წლის წინ მხოლოდ დედის თვალებით ვუყურებდი სამყაროს, მერე და მერე გაჩნდა საკუთარი აზრი, მე – იდენტობა, ყველაფრის ჩემებური აღქმა და დედის თვალებიდან ჩემი მზერის არეალში მოექცა ყველაფერი.
ალბათ ბევრად უკეთესი ვიქნებოდი ისეთი რომ ვიყო, როგორიც დედაჩემია.
ვიცი, რომ ყველა შვილს თავის დედა გონია საუკეთესო, მაგრამ არამარტო მე აღვნიშნავ რომ დედაჩემი მართლა საუკეთესოა.
ის ერთ-ერთია იმ მცირე ადამიანთაგან, რომელიც ჩემი აზრით ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს. სამწუხაროა, რომ მე არ ვარ საუკეთესო შვილი და ალბათ არც ისეთი საამაყო, როგორიც მისი შვილი უნდა იყოს. ხშირად ვიქცევი სულელურად, ალბათ გულსაც ხშირად ვტკენ და უმეტეს შემთხვევაში არც ვიმჩნევ როგორ ვნანობ, მაგრამ ნამდვილად ვეცდები ვიყო ცოტათი უფრო უკეთესი მაინც და იმაზე მეტად საამაყო – ვიდრე ახლა ვარ.
ჩემებურად – მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარხარ ამქვეყნად, ჩემებურად – მაგრამ ყველაზე მეტად ვნანობ ყველა წყენას რაც ოდესმე ჩემგან გახსოვს (დღევანდელსაც, რა თქმა უნდა).
და ბოლოს, ჩემებურად, მაგრამ მაინც ვეცდები რაღაცეებს მაინც შევხედო ხოლმე შენი თვალებით, როგორც 22 წლის წინ, ეს ხომ ცოტათი მაინც მაქცევს იმაზე უკეთეს ადამიანად, ვიდრე ვარ.
Read Next
“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”. ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა. თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის. …
14 თებერვალი. სიყვარულის დღეაო ამბობენ… მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე სიყვარულიაა, როცა ნამდვილად გიყვარს… ჰო, მე მიყვარხარ… რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად და არც მინდა ოდესმე დამთავრდეს ეს ყველაფერი… იმასაც ამბობენ, ორის ურთიერთობაში ერთს მეტად უყვარს, ვიდრე მეორესო.. …
ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ვიარო, რომ ამ სიცივეს მალე დავაღწიო თავი. უკვე სახლთან ვარ თითქმის, ჩემ საყვარელ და ბევრჯერ ნახსენებ ნაპირებში ხეებიან პატარა ქუჩაზე. წინ ორი ბიჭი და ერთი გოგო მიდის, დაახლოებით 6-7 წლისები თუ იქნებიან. – არა, ბიჭო, Iphone …
17 იანვარი. რა თქმა უნდა არ მწერდა… წინა დღის გაბრაზებას ჯერ არ გაევლო, ამიტომ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ცხვირაბზუებული ვიჯექი კომპიუტერთან და არც ვიხედებოდი ონლაინ სიისკენ. თითქოს დაინახავდა ასე რომ ვაპროტესტებდი მის სიჩუმეს. თინზე ერთ-ერთი იუზერის სტატუსს მოვკარი თვალი, მთელი …