დროსა და სივრცეში დაკარგვას გავდა დღევანდელი დილა.
თვალის გახელისთანავე რომ მობილურს სტაცებ ხელს,
სადაც აუცილებლად უნდა დაგხვდეს მესიჯი მისგან. რატომ?
მიჩვეული ხარ და იმიტომ.
დღის დაგეგმვას ისე რომ იწყებ, რომ მისთვისაც დაგრჩეს დრო და
რეპეტიციაზეც წარამარა კითხულობ რომელი საათია.
რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ.
ღიღინით რომ დგები და ფიქრობ, რომ თუ დღეს ადრე მოიცლი აუცილებლად ნახავ…
და გეღიმება. რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ.
აი ეს მიჩვევაა რომ გკლავს. იმის მიხვედრა, რომ არც მესიჯი იქნება,
არც თავისუფალი დრო გჭირდება. არც საყვედური, აღარც შეხვედრა,
თითქოს ყველაფერი სიზმარში იყო და იქვე დარჩა.
აღარც ყვითელ ფოთლებს ელოდები, არაფერს, საერთოდ არაფერს!
გარშემო სიცარიელეა, ტკივილია, მარტოობაა. და ეს სიცარიელე ათას ნაწილად გშლის.
გეშინია ხვალინდელი დღის. დღეს გეგონა კოშმარი გესიზმრა და ამ ყველაფრის რეალურობამ გაგანადგურა.
დღეს პირველად გაგიხარდა, რომ ასე გვიანობამდე შემორჩი თეატრში,
იმიტომ, რომ არ გქონდა ამ ყველაფერზე ფიქრის დრო. მაგრამ ხვალ?
ხვალ რას იზამ? სად გაექცევი რეალობას…
რა გინდა რომ ქნა.
ხვდები, რომ ასე ვერ გააგრძელებ.
ვერაფერს, სუნთქვიდან დაწყებული რთული ქმედებებით დამთავრებული.
აღარაფერი იქნება ისე. იწყება ცხოვრება გაძლებაზე.
Read Next
“შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე”. სამწუხაროდ ძალიან ხშირად, თითქმის ყოველთვის გვავიწყდება ეს. ვივიწყებთ რა ცოტა ჰყოფნით ჩვენით სავსე ადამიანებს ბედნიერებისთვის და რა ადვილად სტკივათ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებიც კი. არ ვცდილობთ ისინი გავაბედნიეროთ, ვინც მოვიშინაურეთ, უფრო მეტიც, მათ …
მე ვეხები შენს ბაგეს, თითს შემოვავლებ მის კიდეს ისე, თითქოს ჩემი დახატული და ჩემი ხელით შექმნილი იყოს… ვითომ პირველად გაიპო შენი ბაგე და თუ ერთი წამით მაინც მოვხუჭავ თვალს, გაქრება, აღარ იქნება და მე ისევ თავიდან დავიწყებ მის ხატვას, ისეთს …
ყოველთვის ვაფასებდი ადამიანებს, რომლებსაც მეორე ადამიანის სამართლიანად შეფასება შეეძლოთ. ხედავდნენ როგორც მინუსებს, ასევე პლიუსებს. პირადად მე ყოველთვის ვამჩნევ ადამიანის უარყოფით მხარეს, მაგრამ ამის პარალელურად დადებითის ძებნას ვიწყებ. …