Across The Universe – რაღაც საოცარი მუხტით მავსებს ეს ფილმი…
ჰიპები, თავისუფლება, სიყვარული… ძალიან კარგი თემაა აღებული <3
ბოლო დროს ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ თავისუფლებას “ვქადაგებ”..
ზოგადად დავიღალე მგონი ერთფეროვნებით.. რაღაც სიახლეს ვეძებ..
ვეძებ სულის თავისუფლებას…
რატომღაც ყველა ყველაფერს ვეგუებით და არაფრის შეცვლას არ ვცდილობთ, თითქოს ასე უნდა იყოს ყველაფერი..
არადა, ყველაფერი ჩვენს ხელშია..
ყველა თავად ვართ ჩვენი ცხოვრების შემოქმედები.
უბრალოდ, ზოგჯერ საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, თუნდაც “ადიდებულ მდინარეს ყველაფერი მოქონდეს თან, რაც შეხვდება”.
There’s Nothing You Can Do That Can’t Be Done…
მთავარია, უარი ვთქვათ შეგუებაზე და არ გადავუხვიოთ ჩვენ მიერ არჩეულ გზას…
მსგავსად კერუაკისა, “რომელსაც თავის გზა ქონებასა და სიმდიდრეზე არასოდეს გაუცვლია. ის ბოლომდე დარჩა იმ გზის ერთგული, რომელიც
ახალგაზრდობაში თვითონ შექმნა და მაინც არ უღალატა იმ ჰიპებს, რომლებიც თმაში ჩაწნული ყვავილებით მიუყვებოდნენ კერუაკის გზას…”
Only Me And You Across The Universe…
Read Next
ჩემი მეგობარია.. არა, მეგობარი კი არა ყველაზე ახლო ადამიანია.. საშუალო სიმაღლის, გამხდარი გოგოა პატარა, აპრეხილი ცხვირით, მუქი თაფლისფერი თვალებით და სწორი, მორიჟაო მხრებამდე თმით. ზაფხულში გავიცანი. ცოტა უცნაურად. დღეც უცნაურად გაგრძელდა და უცნაურად დასრულდა.
“შეყვარებული თუ გყავს, რატომ დამამატე?” “ამდენი მეგობარი რომ გყავს, თან ბიჭები, არ გიშლის შეყვარებული?” “შეყვარებული არ გიშლის ბარში ჯდომას?” და მსგავსი შეკითხვების მქონე გენიოსებს მინდა ვუპასუხო. არა, არ მიშლის. როცა საქმე რამის დაშლაზე მიდის, ეს არაა ჯანსაღი ურთიერთობა, დაიმახსოვრეთ. ადამიანი, რომელიც …
” – გავუცხოვდით. – ეგ ახლა თუ შეამჩნიე კარგადაა შენი საქმე. გავუცხოვდით ძალიან დიდი ხანია. დეკემბრის მერე საოცარი ტემპით იზრდებოდა ეს სიშორე და სულ უცხოობაში გადავიდა. – ბევრი შემძლებია, მაგრამ არა ყველაფერი. – რა ვერ შეძელი? – არ უნდა მომნატრებოდი. …
“მარტოობა ნიშნავს გარკვეულ სივრცეში მარტოდმყოფობას, როცა სხვა მარტოობაც შეგვეხმიანებოდა, თუკი ასეთი რამ შეიძლება მოხდეს..” ან უბრალოდ იმ მდგომარეობას, რომელშიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყავი, ხარ და იქნები. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ უამრავი ადამიანი გეხვია და გახვევია გარს. მარტო იყავი და იქნები …