თოვს.
ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად..
ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება.
როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში.
ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა.
ჩვენ ჰომ თოვლთან დავასოცირდით სულ, სულ პირველად.
ჟი.
რრრ.
მე მახსოვს როგორ მიგვატოვა ქარმა.
დრო ახლაც სცენაზე იცდის, შენ ისევ ჟირრაფ…
გარეთ კი თოვს და თოვს და თოვს და…
როოოოოგორ მინდა ვთქვა, თუ როგორ მიყვარს თოვლში მარტო ჩვენი ნაკვალევი, ნაბიჯების დათვლა..
როგორ მინდა და რეალურად, მე მძულს ეს თეთრი ზღაპარი.
მძულს სწორედ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ მიყვარდეს.
არ შემიძლია იმიტომ, რომ…
მაღლა წერია.
ფო.
Read Next
მე ერთი მეგობარი მყავს. მეგობარი კი არა, მეორე მე – ა. მიხსენებია, თუმცა არასოდეს ვსაუბრობ მასზე. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ როცა ვიღაც ძალიან გიყვარს და კიდევ უფრო… ვერ საუბრობ მასზე. გიჭირს. ამას მხოლოდ გრძნობ. ბროწეულის ყვავილივით ლამაზია მარიტა. ყველაზე …
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნიკა წულუკიძემ საგამოცდოდ რომელიმე მსახიობისგან ინტერვიუს აღება დაგვავალა. მაშინვე ვიფიქრე, ბატონ ჯემალ ღაღანიძესთან წავალ – მეთქი, მაგრამ ვერანაირი საკონტაქტო საშუალება ვერ ვნახე. ბოლოს გამახსენდა, რომ გაგას (ჩემი პირველი კურსის პედაგოგს) თავის სპექტაკლში “გონზაგოს მკვლელობა” ყავდა დაკავებული …
There is no excerpt because this is a protected post.
Rosewood – რამეს გეუბნებათ ეს სიტყვა? ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ როგორღაც, აქვე, ჩვენთან, ერთი ხელის გაწვდენაზე ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. ბევრმა ჩვენგანმა ეს არც იცის. არ იცის, რომ შესაძლოა ეს ბავშვები ძალიან მაგარ ქავერებს აკეთებდნენ! დიახ :3 ეს ბავშვები …