“როცა ზამთარია და არ თოვს – ეს იგივეა, გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს”.
ამ ზამთარმა თითქმის თოვლის გარეშე ჩაიარა.
თითქმის – მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ალბათ ვცდილობ ის ნახევარსაათიანი წვიმანარევი ფიფქები თოვლად ჩავთვალო და უთოვლობისთვის არ გავწირო ზამთარი. გაზაფხული კი – უსიყვარულობისთვის.
გრძელ თმას საკუთარი ხელით ვიჭრი მოკლედ, თითქოს ვცდილობ ეს სულის შემხუთველი სიბნელე, სიჩუმე და ყრუ ტკივილი მთლიანად მას გავატანო… თითქოს თმის ბრალი იყოს
ასე რომ ბნელა.
ასე რომ ცივა.
რომ არ თოვს.
ასე რომ მტკივა.
– რატომ ალაგებ ტანსაცმელს, სადმე მიდიხარ?
– ჰო.
– სად?
– არ ვიცი… ვიცი მარტო ის, რომ ჩემი თავი უნდა ვიპოვო.
– რა გემართება?
– რა მემართება? ვეღარ ვუძლებ, გესმის? ასეთ ჩემს თავს ვეღარ ვუძლებ. ასეთ დაცლილს, ამდენ ნაწილად დაშლილს…
– თმას რაღას ერჩოდი..
– შენ იცი რას გავს უთოვლო ზამთარი? “როცა ზამთარია და არ თოვს, ეს იგივეა – გაზაფხულზე არავინ გიყვარდეს, შემოდგომაზე არ იყო სევდიანი, არ წვიმდეს და არ იდგე ფანჯარასთან… ეს იმას გავს, რომ სარკეში თავი მოიკლა, ხოლო აქეთ ცოცხალი დარჩე!”
– შენ ახლა სარკის წინ დგახარ.
– გარეთ კი არ თოვს.
Read Next
როცა თმაში უკვე წვიმადქცეული ფიფქები გიბრწყინავს, სიგარეტის ბოლო ღერიც დიდი ხანია ჩაიწვა და გაყინულ თითებსაც ვეღარაფერი გითბობს, ხვდები, რომ უჩვეულოდ, უცებ შეიცვალა ყველაფერი. ზიხარ ოთახში, სადაც დიდი ხანია არავინ ყოფილა. ერთი ნათურა ბჟუტავს, მაგრამ მისი სინათლე არაა საკმარისი. ამ მბჟუტავ …
ასეთი ცარიელი არასდროს ვყოფილვარ. არც მაშინ, ბებო თოვლის ფანტელივით რომ ჩამადნა ხელში. მეგონა, ვერაფერი იქნებოდა იმაზე უარესი, შენს თითებში რომ უწყდება პულსი ადამიანს. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა. ვიცოდი, მაგრამ თურმე ადამიანი ვერასდროს იქნები მზად ასეთი რამისთვის. ამ დღეებმა სრულ ბურუსში ჩაიარა. იმდენად …
– ახლა რა იქნება? შენ მიყურებდი შიშით, სევდით, ტკივილით და დანაშაულით სავსე თვალებით, რომლებიც ასე მიყვარდა, ასე ვერ ვუძლებდი და რომლებშიც ახლა მოღალატეს ვხედავდი მხოლოდ. მე მტკიოდა შენი ტკივილი – მაგრამ ჩემი კიდევ უფრო მეტად, ორივესი ერთად კი რაღაც გაუსაძლისს …
ყოველ ღამე მესიზმრება, რომ დავფრინავ. დიდი, ჭრელი ფრთები მაქვს და მთელს სამყაროს ვუვლი გარშემო. თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობ, არაფერი მაწუხებს …