ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ არ მიჭირდა ადამიანისთვის სწორი სიტყვების შერჩევა.
ჰოდა რადგან უმეტესად ვიჯერებთ იმას, რასაც ხშირად გვეუბნებიან, მეც დავიჯერე და ასე მეგონა დღემდე.
ახლა კი, როცა ვზივარ და ვცდილობ რამე გითხრა, ერთი სიტყვაც კი არ მომდის თავში.
ალბათ იმიტომ, რომ ვერაფერი გამოხატავს ამ დღის განსაკუთრებულობას,
რადგან შენი სურნელი დაყვება მთლიანად ამ დღეს.
არ ვიცი ადამიანის ცხოვრებაში რა თამაშობს გადამწყვეტ როლს.
თავად ქმნის თავის ბედს, თუ რაღაცები
მართლაც იწერება სადღაც, ზემოთ, და ამ ადგილის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს,
მაგრამ მჯერა, რომ მაშინ, 25 წლის წინ, როცა შენ იბადებოდი, სადღაც ნამდვილად გადაწყდა,
რომ გავიდოდა 24 წელი და ერთი პატარა გოგო შეგიყვარდებოდა, და იმასაც ისე ეყვარებოდი, რომ შენი 25-ე
დაბადების დღისთვის ასე დაბნეული იჯდებოდა და ვერ მიხვდებოდა რა ეთქვა შენთვის.
ვიცი, ამ დღეს ჯანმრთელობას და დიდ ხანს სიცოცხლეს უსურვებენ-ხოლმე ერთმანეთს და ცხადია,
მეც გისურვებ ამას, წარმატებებსაც და სხვა ბანალურ რამეებსაც, მაგრამ ერთი რამ მინდა გისურვო, ძალიან ეგოისტურად.
ყოველთვის იყავი კარგად და ჩემთან, რადგან ვერასდროს ვერავინ შემავსებს და გამაბედნიერებს ისე, როგორც შენ.
სულ ვამბობდი რატომ ადრევე არ შევხვდით-მეთქი ერთმანეთს, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ ასე ჯობდა.
ჯობდა უამრავჯერ მტკენოდა, რომ მქონოდა ის შეგრძნება,
რასაც დამსახურებული სიმშვიდე და ბედნიერება ქვია-შენი სახით.
გთხოვ, ყოველთვის იყავი ასეთი, და უბრალოდ-იყავი.
მე მიყვარს შენი დაბადების დღე.
მე მიყვარხარ შენ.
გილოცავ <3
Read Next
რამდენიმე საათიც და გათენდება. ჰო, რამდენიმე საათში ძალიან იწვიმებს, მე კი ეს ესაა სახლში შემოსული უნარების კონსპექტებს ჩავუჯდები. მერე რა, რომ რეპეტიციაზე ძალიან დავიღლები, მაინც სრული შემართებით დავაპირებ მაგისტრატურაში ჩაბარებას. მერე რა, რომ მალევე გადავიფიქრებ. მთავარია, რომ 28 თებერვლის საღამოს წვიმისგან …
– გძინავს? მეძინა, თითქმის.. უფრო სწორად იმ მდგომარეობაში ვიყავი, საცაა რომ უნდა ჩაგეძინოს, ბურანში რომ ხარ.. – არა, ჯერ.. შენ? – კი და ასე გელაპარაკები :დ გადავხედე, გამეცინა.. ეს გოგო კარგად მოქმედებს ჩემზე – გავიფიქრე.. ჩემი ბავშობის დაქალი იყო.. ერთად …
30 წუთი. გაუნძრევლად ვწევარ და ჭერზე არსებულ ლაქას მივჩერებივარ. 28 წელი… ვცდილობ მივხვდე, რამდენად ბევრი, ან ცოტა იყო ჩემ შემთხვევაში. ალბათ, არც ისე ცოტა, რომ საშინლად არ დავღლილიყავი და არც ისე ბევრი, რომ ბოლო მომენტში სინანული არ მეგრძნო. 25 წუთი. ჭერზე არსებული ლაქა …
Rosewood – რამეს გეუბნებათ ეს სიტყვა? ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ როგორღაც, აქვე, ჩვენთან, ერთი ხელის გაწვდენაზე ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან. ბევრმა ჩვენგანმა ეს არც იცის. არ იცის, რომ შესაძლოა ეს ბავშვები ძალიან მაგარ ქავერებს აკეთებდნენ! დიახ :3 ეს ბავშვები …