ჩვენი სახლი სიყვარულის ყველაზე ლამაზ ქუჩაზე იდგება. მუდამ საკურას სუნით გაჟღენთილ ქუჩაზე,
მთვარისფერი სინაზით სავსე.
რეპეტიციიდან მოსულს შენს სიმშვიდეში გამახვევ და შუბლზე კოცნით გააქრობ დაღლილობას.
მერე ერთად ვუყურებთ ფილმს და შენი სურნელით სავსე დილამდე ვიძინებ იმ ძილით, რომლის სიზმრებშიც ვერასდროს იქნებიან ჩიტების ფიტულები, ვერც თვითმკვლელი თევზები შემაწუხებენ და დილას, ახლად თვალგახელილი ვიფიქრებ, რომ ნამდვილად ”მომატყუა იმ წვრილთვალება, იაპონელმა კაცმა და ჩვენ არასოდეს დავრჩებით მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით. და ყველა ქალის ისტორია არასოდეს იწყება ამით”.
ახლა, როცა ჩემს არათითზე წამოცმულ ბეჭედს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ცხოვრება უნდა გვქონოდა.
ზუსტად ასეთი ხვეული თმა უნდა მქონოდა, ასეთი თვალები და ჩემს სახლში შემთხვევით მოხვედრილს, უზომოდ უნდა შეგყვარებოდი. ასე ვფიქრობდი მაშინაც, როცა პრემიერა დასრულდა, პაკლონზე გამოვედი და თეატრის სცენაზე, ჩემ წინ ცალ მუხლზე დაჩოქილმა უხმოდ მთხოვე ცოლობა, მე კი ემოციებს ვეღარ ვიტევდი. სცენის მტვერში გახვეული, ყვავილებ მიხუტებული ვიდექი და სიტყვას ვერ ვძრავდი. მინდოდა მეთქვა, რომ უზომოდ მიყვარდი, რომ სხვა გოგოებისგან განსხვავებით არ მიფიქრია როგორ მინდოდა ეთხოვათ ხელი, მაგრამ შენ ყველა მოლოდინს გადააჭარბე, რომ ჩემი ყველა ემოცია შენ გეკუთვნოდა და შენ გარეშე რიყის ქვასავით უსიცოცხლო ვიქნებოდი, რომ ერთი სული მქონდა ერთად აგვერჩია ფერადი ჭიქები ჩვენი სახლისთვის, კედლებზე ჩვენი ფოტოები დაგვეკიდა, რომ ზუსტად ასეთი მომავალი უნდა გვქონოდა, თუმცა მხოლოდ ”ჰო”-ს თქმა მოვახერხე ხმამაღლა.
ჩუმად მოვუსმენთ ნორვეგიულ ტყეს ჭიქა ღვინის თანხლებით და მოიისფრო სიზმარს დაემსგავსება ეს ყველაფერი. სიზმარს, რომლის დასასრულს, ჩვენს შვილიშვილში რომ
დავიჭერთ ჩემ ან შენ თვალებს, მივხვდებით, რომ ზუსტად ასე უნდა გვეცხოვრა.
რა კარგია, რომ ”ჰო” ვთქვი.
Read Next
“წაეთრნენ სოფლელები სოფელში და ქალაქმაც ამოისუნთქა” – ეს ხოხბების მიერ წარმოთქმული ფრაზაა, რომელსაც ყველაზე ხშირად გაიგონებდით ამ დღეებში, ალბათ. ყოველ …
ციოდა დღესაც. უკვე მესამე დღეა გაზაფხულია და და და.. თუმცა, არაა ეს გაზაფხულის ბრალი, მე ვარ სულსწრაფი და მე ვითხოვ სითბოს, თორემ ჰო ვიცი რა გიჟიცაა მარტი.. გუშინ თბილოდა. აი, გაზაფხულივით თბილოდა, ნამდვილი, ჩემი გაზაფხულივით, მე რომ მიყვარს, ისე. გარეთ …
სისხლი მეყინება, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. უნდა დავწერო… სულმოუთქმელად გავრბივარ.. ცივი ქარი სახეში წვიმის წვეთებს მაყრის.. თვალები მებინდება.. ცივ წვეთებს ცხელი ცრემლი უერთდება.. ისევ გავრბივარ.. უმისამართოდ.. უკანასკნელი ღონის გამოლევამდე.. მტკიცე გადაწყვეტილებით.. წარსული თითქოს ერთ დიდ ბუნდოვან მასად ქცეულა, …
ძალიან მიჭირს წერის დაწყება.. იქნებ “დაბადებიდან” დამეწყო? მაშინ გეტყვით, რომ 1939 წლის 26 მარტს, საქართველოში, ქ.თბილსში დაიბადა უდიდესი შემოქმედი, ქართველი კლასიკოსი, ყველაზე დიდი კანუდოსელი – ბატონი გურამ დოჩანაშვილი. თამამად ვიტყვი, რომ ამ კაცმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება.. თავადაც სჯერა და …