ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა პირველი პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ჩვენი ოთახი საოცრად ნაზი ფერი იყო.. ჩვენი სიყვარულის ფერი.
მოიისფრო შეგრძნებებმა შემიპყრო ისევ.
ყავის არომატმა ის დღე გამახსენა პირველად რომ დაგინახე. ისეთი ლამაზი იყავი, თავად ჰგავდი მხატვარი – ნახატს.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მეორე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
ყავის ბოლო ყლუპიც მოვსვი და მივხვდი, რომ სევდას იმდენად გაედგა ფესვები ჩემში, რომ ფილტვებიც კი ამ სევდით სუნთქავდა ჰაერის ნაცვლად. ერთი წამითაც ვეღარ გავჩერდებოდი სახლში. უბრალოდ, ახლა იმდენად სევდისფერი იყო ყველაფერი, ყველა განცდას იმდენად ეტყობოდა უშენობა, ვერ გავჩერდებოდი ამ სიცარიელეში, ვეღარც ერთი წამით.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა მესამე პეპელა.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
გაუაზრებლად მივეფერე ნახატებს და ასევე გაუაზრებლად დავავლე ხელი ბლოკნოტს, რომლის ფურცლებიც შენთვის დაწერილი წერილებით იყო სავსე, მაგრამ არასოდეს წაგიკითხავს ერთი მათგანიც კი. არა, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ ხომ არც იცოდი მათ შესახებ. სევდანარევი სიყვარულით მოვავლე სახლს თვალი და კარი გამოვიკეტე.
ჩუმი ფრთხიალი.
სიფრიფანა ფრთების ბოლო დაქნევა და… დაეცა ბოლო პეპელაც.
ტკაც.
მსუბუქი სიკვდილის სუნია ჰერში, არა – ფიზიკურის.
იცი, რა გრძნობაა, როცა გული ნაწილებად იშლება?
თითქოს ყველა პეპელა ერთდროულად მოკვდა.
და სულ ეს არის.
Read Next
სულმოუთქმელად გადაკრა სასმლით სავსე ჭიქა. უკვე სათვალავიც აერია მერამდენეს სვამს. სასმლისგან გამოწვეულმა ჟრჟოლამ ოდნავ რომ გაუარა, დაცლილი ჭიქა ისევ გაუწოდა ალექსს. – ძალიან ბევრს სვამ, იქნებ აღარ გინდა? – ნუ მასწავლი რა მინდა და რა არა, დამისხი. – ამით რას …
მინდა, რამე მაინც მახსოვდეს წინა ცხოვრებიდან. ჩემს წინ მხოლოდ გზა ჩანს, დიდი და ვრცელი, ყვითელი მინდორი. ალბათ, შემოდგომის მიწურულია, სითბოს სუსხი აქვს …
14 თებერვალი. სიყვარულის დღეაო ამბობენ… მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე სიყვარულიაა, როცა ნამდვილად გიყვარს… ჰო, მე მიყვარხარ… რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად და არც მინდა ოდესმე დამთავრდეს ეს ყველაფერი… იმასაც ამბობენ, ორის ურთიერთობაში ერთს მეტად უყვარს, ვიდრე მეორესო.. …
ჩემს უნივერსიტეტში ერთი აუდიტორიაა, სადაც ყოველთვის სიხარულით შევდივარ… უფრო სწორად, ჩავდივარ… სარდაფშია. მოდით, ყველაფერს დალაგებულად მოგიყვებით. მე ამ აუდიტორიაში მსახიობის ოსტატობა მიტარდება. პირველად, იქ რომ ჩავდიოდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საწამებელ ოთახში ჩავყავდით, რადგან აუდიტორიასთან მისასვლელი გზა საკმაოდ ბნელი იყო.. …