საოცრად დიდი ემოციით სავსე, და მაინც უემოციო… ცივი…
ხელებგაყინული, გრძნობებისგან დაცლილი, ფაიფურის თოჯინა…
ყველასთვის სასურველი და ამავე დროს საძულველი…
ყველა მისი დახმარების მოლოდინში…
მისთვის კი – არავინ…
ისეთი შიშით სავსე, ნეკერჩხლის ფოთოლი რომ გრძნობს ქარის ყოველი დაბერვისას…
წყლის პატარა წვეთი ოკეანეში…
არარსებული მზის სხივებით გამთბარი…
გამოგონილ სამყაროში მცხოვრები – ამ სამყაროს შემთხვევითი სტუმარი…
ცოტა ხნით შეყოვნებული…
ან უბრალოდ გოგო, რომელიც აკაკუნებს და აკაკუნებს კლავიატურაზე დაუსრულებლად, თვითონაც არ იცის რას….
პოეტურ განწყობაზე მყოფი, ცრემლების ღვარღვარის ხასიათზე…
გასენტიმენტალურებული იდიოტი…
ყველასთვის თითით საჩვენებელი…
სასაცილო ხარ!!!
სასაცილო ხარ, გესმის???
აზრზე მოდი :X
იცი, შენ ერთადერთი იყავი, ვისაც ჩემში სული უყვარდა… უყვარდა შინაგანი სამყარო, ზუსტად ხვდებოდა რა იდო ჩემს ნაწერებში…
შენ ერთადერთი იყავი, ვისაც მე ვუყვარდი და მაინცდამაინც შენ არ დაგაფასე…
^^
არეულ-დარეულო…
დალაგდი..
დალაგდი, თორემ აფრენ, ხომ ხედავ…
არ შეიმჩნიოთ ეს
არეულ-დარეული, უშინაარსო პოსტი…
იქნებ იმიტომ, რომ ვერასოდეს გაიგებ? იქნებ იმიტომ, რომ ჩემთვის უბრალო გაზაფხულის წვიმაში ბოდიალი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე კარგი მანქანა ან ნებისმიერი ძვირფასი ნივთი? იქნებ იმიტომ, რომ გული მერევა თქვენ სიყალბეზე, გაუფასურებულ გრძნობებზე, ფულზე გაყიდულ ფასეულობებზე და მაინც მიყვარხართ? იქნებ იმიტომ, …
რა მოხდებოდა, ფერადი ზეწრები რომ არ გვქონოდა? ნაცრისფერი ყოველდღიურობა ჩაგვყლაპავდა? თუ გვეყოფოდა გამბედაობა, ფერადი ფანქრები აგვეღო და შავ-თეთრი ზეწრები თავად გაგვეფერადებინა? აქ ხომ თოვლიც კი არ მოდის ზამთარში, ან რა აზრი აქვს თოვას, როცა ყოველ ფიფქს რომელიღაც მომაკვდავის ბოლო სუნთქვა …
სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით ვიღვიძებ, რომ შენ ჩემ ცხოვრებაში არსებობ. რომ დღეს უნდა გნახო, ან ვერ გნახო და განწყობაც შესაბამისია. როცა დილას აუცილებლად მხვდება შენი SMS, ვკითხულობ რამდენჯერმე, თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს მეღიმება. სიყვარულია, როცა ღამით შენთან …