თოვს.
ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად..
ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება.
როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში.
ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა.
ჩვენ ჰომ თოვლთან დავასოცირდით სულ, სულ პირველად.
ჟი.
რრრ.
მე მახსოვს როგორ მიგვატოვა ქარმა.
დრო ახლაც სცენაზე იცდის, შენ ისევ ჟირრაფ…
გარეთ კი თოვს და თოვს და თოვს და…
როოოოოგორ მინდა ვთქვა, თუ როგორ მიყვარს თოვლში მარტო ჩვენი ნაკვალევი, ნაბიჯების დათვლა..
როგორ მინდა და რეალურად, მე მძულს ეს თეთრი ზღაპარი.
მძულს სწორედ იმიტომ, რომ არ შემიძლია არ მიყვარდეს.
არ შემიძლია იმიტომ, რომ…
მაღლა წერია.
ფო.
Read Next
მე ერთი მეგობარი მყავს. მეგობარი კი არა, მეორე მე – ა. მიხსენებია, თუმცა არასოდეს ვსაუბრობ მასზე. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ როცა ვიღაც ძალიან გიყვარს და კიდევ უფრო… ვერ საუბრობ მასზე. გიჭირს. ამას მხოლოდ გრძნობ. ბროწეულის ყვავილივით ლამაზია მარიტა. ყველაზე …
ამჯერად ტრადიციას დავარღვევ და პოსტს დაბადების დღემდე რამდენიმე წუთით ადრე კი არა, უშუალოდ ამ დღეს დავწერ. როცა შენ დაბადების დღემდე …
სრული აპათია. სრული. საერთოდ არაფერი. ცუდია? – სხვისთვის. და ჩემთვის? – ამ წამს კარგია. არაფერი გაწუხებს, არაფერზე ნერვიულობ, უხეშად რომ ვთქვათ ყველაფერი გკიდია… მაგრამ.. მაგრამ )) ოდესმე ჰო გაივლის? აი, მაშინ. მაშინაა საშიში.. ყველაფერი, რაც ამდენი ხნის მანძილზე უნდა გეგრძნო, …
“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ. ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს. წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, …