ის მომენტი, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის მიხვედრა
უცნაური სიცივით და სევდით გივსებს გულს..
არა, მიხვედრა კი არა, გახსენება.. თუ მიხვედრა..
ან ერთიც და მეორეც..
გახსენება და მიხვედრა იმისა, რომ რეალურად არ გქონია ის მნიშვნელოვანი რაზეც ალბათ ყველა ოცნებობს..
ღრმა ბავშობაშივე მიეჩვიე იმ გარემოს სადაც იყავი და ეს გეგონა კარგი, ნამდვილი..
არ ვიფიქროთ არაფერ ცუდზე..
ჩვენ შევქმნათ ჩვენი, ნამდვილი, ლამაზი სამყარო.. და რაც მთავარია ვიყოთ ერთად..
ერთად.. ლამაზად..
იმ კაჩალკაში ჩავჯდებოდი ახლა პლედმოხვეული ჩაის ჭიქით ხელში..
აი, იმ კაჩალკაში, შენ კალთაში რომ ჩამეძინა..
ჰო..
და დავმშვიდდებოდი.. დავლევდი ჩაის, წვიმის სურნელი იდგებოდა ირგვლივ..
მერე ისევ დაგადებდი თავს მუხლებზე და დავიძინებდი.. უშფოთველად..
მამშვიდებ..
Read Next
მოგონებების სასაფლაო- დამტვერილ სხვენში. წიგნები ბევრი. ვზივარ და ვეძებ, რას – ჯერ არ ვიცი. ყდაშემოგლეჯილი ულისე. ყველაფერი მახსენებს რაღაცას. აი, ზღაპრებიც. ეს იმ დროის, თავადაც რომ ზღაპარი მეგონა ცხოვრება. იყო და არა იყო რა. ყოფნით კი ბევრი რამ იყო. აი, …
ვცხოვრობთ თითქოსდა აზრიანად და ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ არც არასოდეს გვიცხოვრია. ჩვენი ყოველი დღე გუშინდელს გავდა, ხვალინდელი კი დღევანდელს დაემსგავსება.. რატომ ვცდილობთ დავემგავსოთ ერთმანეთს სამყაროში, სადაც ორი ფოთოლიც კი არ არსებობს ერთნაირი? ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც უნიკალური… ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს სრულიად …
ღამეა. ძლიერი ქარია გარეთ. ისეთი ქარი, რომ ხვალ გარეთ გასვლის მეშინია.. მეშინია არ წამიღოს ქარმა.. თუმცა ფრენა ძალიან მინდა, მაგრამ ვიცი ბოლოს სადმე გადავიჩეხები. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავადაც გამაფრენს ქარი, მე ხომ წონა არასოდეს მყოფნის წინააღმდეგობის გასაწევად. ჰოო.. შემოგვაღამდა.. ძააალიან ძალიან …