ხდება ხოლმე.
ჩვენ ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას იძენენ ჩვენთვის და სწორედ მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება.
ადამიანები მიდიან და იმდენად ბუნებრივია ეს, რომ სიმწრისგან გეცინება.
როცა დილის 6 საათზე მხოლოდ შენ და ერთი ღერი სიგარეტი ხვდებით განთიადს, მაშინ ხვდები რამდენად მარტო ხარ ამ სამყაროში და ეს სიმარტოვეც ისე ბუნებრივად გეჩვენება, რომ ჰაერის ნაცვლად ჩვეული სევდა გივსებს ფილტვებს.
სიგარეტის კვამლს გაყვა ყველა ფიქრი, ყველა ემოცია დაიფერფლა და დარჩი საოცრად ცარიელი.
კარგი იყო ვარსკვლავების ყურება. უფრო კარგი იქნებოდა მეტი ვარსკვლავი რომ ყოფილიყო, მაგრამ არაუშავს.
ცხოვრება მოგონებებისგან შედგებაო – ამბობენ.
შენ კარგი მეგობარი იყავი.
We met and we talked and it was epic, but then the sun came up and reality set in.
Read Next
დროსა და სივრცეში დაკარგვას გავდა დღევანდელი დილა. თვალის გახელისთანავე რომ მობილურს სტაცებ ხელს, სადაც აუცილებლად უნდა დაგხვდეს მესიჯი მისგან. რატომ? მიჩვეული ხარ და იმიტომ. დღის დაგეგმვას ისე რომ იწყებ, რომ მისთვისაც დაგრჩეს დრო და რეპეტიციაზეც წარამარა კითხულობ რომელი საათია. რატომ? …

პატარაობიდან მოყოლებული, ჩვენი ოთახები იყო ჩვენი თავშესაფარი. ჩვენი, ყველაფრის მოწმე ოთახები. ყველა სიხარულის, ყველა იმედის, ყველა ცრემლის, თუ ტკივილის. ოთახები, …
ჰეი გაიზ! ^_^ მოკლედ, ორი საღამოა ბეევრს ვმაიმუნობ :დ ეს მაიმუნობა გიფების კეთებაში გამოიხატება :დ ჰოდა, ვიფიქრე ბარემ ჩემ მკითხველებსაც ვაჩვენებ-მეთქი :3 ტადააააააამ, წარმოგიდგენთ ფაოს მაიმუნობებს. :3 მაიმუნობა N1. მაიმუნობა N2. მაიმუნობა N3. მაიმუნობა N4. მაიმუნობა N5. …
მიმოიხედე ირგვლივ… რას ხედავ? არ მოგბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე? ეს ერთფეროვნება სულს არ გიხუთავს? როგორ მომბეზრდა… როგორ მინდა წავიდე… გავიქცე… გავექცე ამ ყველაფერს… წავიდე შორს… გავქრე… წავიდე იქ, სადაც ვიქნებით მხოლოდ მე და ბუნება… სადაც სიჩუმე იქნება, სიწყნარე, სილამაზე… …