ხომ ხდება ხოლმე, რომ
სულში გაგაზაფხულების იმედით ზიხარ ფინჯან ყავასთან ერთად და გეფიქრება.
გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შემალული მისი დაკარგვის შიშიდან დაწყებული, მისი ნახვის პერსპექტივით გამოწვეული გულის აჩქარებით, მის ხელებში ჩამალული შენი ხელებით გაგრძელებული და მისი სურნელით სავსე დიდი ქურთუკით დამთავრებული, წვიმისგან რომ გიფარავდა… გეფიქრება და..
ახლა აღარ არსებობს არც მოლოდინი, არც შიში, არც შეხვედრები.
თითქოს შენ სამყაროში არსებობდა მხოლოდ და იქვე დარჩა.
***
ყავის მორიგი ყლუპი.
შენ ისევ ფიქრობ.
გუშინდელ დღეს უბრუნდები.
გუშინ ამ სამზარეულოში შენ და დედა ბლინებს აკეთებდით. გიხაროდათ, რომ დიახ, ყველაზე გემრიელი ბლინები გამოგივიდათ. ის უფრო მეტად გიხაროდათ, რომ ამ ბლინებს ერთად აკეთებდით.
დედას ყველაზე ლამაზი თვალები აქვს. ყვავილები, ვარსკვლავები უციმციმებს თვალებში თითქოს. ყველაზე კარგია, ყველაზე, ყველაზე.
მორიგი ყლუპი და ხვდები, რა სიამოვნებით იქნებოდი ისეთი შვილი როგორსაც ის იმსახურებს…
***
სიამოვნებით იტირებდი, რომ შეგეძლოს და ყველა ემოცია ერთად არ “გაგექრო”.
მალე დამთავრდება ყავა.
და გაგაზაფხულების იმედი? სადღაც დარჩება ალბათ, მაგრამ ხომ არ შეიმჩნევ.. შენ ხომ, შენ, შენ..
***
სად გააქრე. ასე კარგად სად გადამალე, რომ თავად ვეღარ პოულობ. შენივე თავი სად დაკარგე.
ყველა ემოცია, გრძნობა, მოგონება, ის, რაც ასე გაადამიანებდა… სად გააქრე.
გრძნობ, რომ თამაშით იღლები?
გეშინია მათი. ემოციების.
არ შემიძლია ასეთს გიყურო და მაინც ვერ გშველი.
***
დამთავრდა ყავა.
გაგაზაფხულების იმედი კი დარჩებოდა, ალბათ.
***
ხომ არ შევიმჩნევ.
Read Next
თოვს. ისე ლამაზად, ისე ჩვენებურად.. ისეთი ლამაზი ღამეა, რომ არ შეიძლებოდა თოვლისფერი განცდით არ აევსო მთელი არსება. როგორ მინდა გითხრა, რომ მე სწორედ ისე მიყვარს თოვლი, როგორც სევდა შენ ხმაში. ზუსტად ისე, როგორც შენი თითები და ლატეს შენი ჭიქიდან დალევა. …
14 თებერვალი. სიყვარულის დღეაო ამბობენ… მაგრამ ჩემი აზრით ყოველი დღე სიყვარულიაა, როცა ნამდვილად გიყვარს… ჰო, მე მიყვარხარ… რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად და არც მინდა ოდესმე დამთავრდეს ეს ყველაფერი… იმასაც ამბობენ, ორის ურთიერთობაში ერთს მეტად უყვარს, ვიდრე მეორესო.. …
ჰო. ლამაზი ვიყავი დღეს. ალბათ. კიარა და ალბათ დღეს უფრო ლამაზი ვიდრე სხვა დროს. დავიმსახურე ყველას ყურადღება. სხვა დროს თუ მახალისებდა, დღეს გამაღიზიანა. სიამოვნებით დავთხრიდი თვალებს და ჩამოვაფხეკდი იმ უაზრო ღიმილს სიფათებიდან. ჰო. ნწ. არვიღებ ხმას. ეგოისტურად გამოვა. გამოვა რა, …
ისევ დავივლი ნაცნობ ქუჩებს და დავინახავ ხეებს, ბალახებს, გულებს, ღიმილებს, თვალებს და ტუჩებს… ღრუბლებს და მზეებს… გამახსენდები ალბათ მაშინვე და უსაშველოდ მომენატრები… მომენატრება შენი ღიმილი… მორცხვი მზერა, ფრთხილი შეხება ოდნავ სველ …