ზოგჯერ, როცა ძალიან მენატრები, შენით სავსე წუთების გახსენებით ვცდილობ შევივსო უშენო დღეები.
ვიხსენებ ხოლმე პირველ შეხვედრას, იმ შეგრძნებას, რომ სულის ადამიანი ვიპოვე.
ვიხსენებ რეი ჩარლზს, წვიმას და ჩუმად მეღიმება – ბედნიერად.
არა, მაინც რა ლამაზი იყო ყველაფერი.
ბრძოლა ჩემს თავთან და ყოველი დამარცხებით კიდევ უფრო მეტად მოახლოება შენთან.
გაფერადებული არსებობა და წვიმაში, ყოყმანით გამხელილი გრძნობები.
შენი აივანი, საიდანაც ცა ყოველთვის განსაკუთრებულად ლამაზად ჩანს.
შენი ოთახი, სადაც ბევრი სურათი და წიგნია. და ყველაზე მთავარი – შენი სურნელი, რომელიც ახლაც ჩემთანაა.
ვიხსენებ ზაფხულს, ზღვის სანაპიროზე დაუსრულებელ სეირნობას, გაყინულ წუთებს – როცა ჩვენს გარდა არავინ და არაფერი არსებობს – ხოლმე.
ვიხსენებ ოქროსფერ შემოდგომას, უამრავ ფოტოს, ვნებისფერ სიმორცხვეს თვალებში და ჩემს თავს ვეკითხები. მეტი რა შეიძლება, რომ გვინდოდეს?
ახლა ზამთარია.
ცივი, ვრცელი ზამთარი.
სულ ცოტა დარჩა, მალე ზამთარსაც გადავაგორებთ და გაზაფხულის უცნაური, ნაცნობი სურნელი რომ შეგვიღიტინებს ცხვირში, სუნთქვას დავიწყებთ ისევ თავიდან და ვიცი, ბედნიერებით სავსე თვალებით რომ შემომხედავ, გაიფიქრებ, რომ ჩვენი დრო დაიწყო.
“ჩვენ” ხომ გაზაფხულზე დავიწყეთ.
და მართლაც რომ მკვდრეთით აღდგომას დაემსგავსება ეს ყველაფერი.
Read Next
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. თითქოს არაფერი ხდება ცუდი, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა – და ასეც არის, მაგრამ რაღაც, შენ თვითონაც არ იცი – რა, შიგნიდან განგრევს და გეშინია, …
ერთი, ორი, სამი. ერთი, ორი, სამი. თანაბრად ვსუნთქავ და ჯერ კიდევ უადამიანო, ფეხდაუკარებელ თოვლს მივუყვები. შინაგანად ვხვდები, რომ არც მე …
დღეს ვლაპარაკობდით მე და ირი.. ერთმანეთს ვეწუწუნებოდით იმაზე, რომ საახალწლო განწყობა აღარ გვქონდა. დავფიქრდი, ვცადე გამეხსენებინა რას ვგრძნობდი ბავშობაში ახალი წლის მოახლოებისას.. აღმოვაჩინე, რომ თურმე ერთი თვით ადრე უკვე სიხარულით ველოდი ახალი წლის დადგომას. რატომ? გაგეცინებათ და იმ ჯადოსნური ზღაპრის …
ხდება ხოლმე. ჩვენ ცხოვრებაში სრულიად შემთხვევით ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას იძენენ ჩვენთვის და სწორედ მაშინ მიდიან, როცა უკვე ძნელი ხდება მათი გაშვება. ადამიანები მიდიან და იმდენად ბუნებრივია ეს, რომ სიმწრისგან გეცინება. როცა დილის 6 საათზე მხოლოდ შენ და ერთი …