გახსოვს, გითხარი, მე დავბრუნდები მაშინ, როცა შემოდგომა პირველ აკორდებს აიღებს და ფოთლები დაიწყებენ ცვენას-მეთქი.
.. და ეს ესაა პირველი აკორდი გაისმა.
ჰო, შემოდგომის თამაშები დაიწყო.
მოოქროსფრო, ჩამოცვენილი ფოთლისფერი თამაშები.
მე გავექეცი ქალაქს, რომელმაც შესაძლებლობები მომცა რაღაც შემექმნა, მაგრამ ამავდროულად ყველაფერი წამართვა, დაწყებული საკუთარი თავით.
არ ვიცი მიყვარდეს, თუ მძულდეს.
მენატრებოდეს თუ დანახვაც არ მინდოდეს მისი.
იქ კი, მთაში, ხის ქოხებში თითქოს ის ყველაფერი დამიბრუნდა რაც ამ ქალაქმა უკითხავად წაიღო ჩემგან.
ახლა, თავისუფლებადაბრუნებული ვზივარ ზღვის სანაპიროზე და ვფიქრობ დავბრუნდე, თუ არა.
ჰო, ვთქვი, რომ შემოდგომასთან ერთად მეც მოვიდოდი.
მე კი.. მე..
მე თუ დავბრუნდი, ზუსტად ვიცი აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ თვითმკვლელ თევზებს აღარ გავატანო ჩემი ფერები.
გავფერადდები ისე, როგორც არასდროს და ჩიტების ფიტულებიც გაქრებიან ისე, როგორც მე გავქრი ამ ქალაქში ოდესღაც.
დავუბრუნდები ქალაქს, თეატრს, რადგან ჩემ თავს უკვე დავუბრუნდი.
პირველმა აკორდმა პირველი ფერი მოიტანა.
ხვალ მეორე გაისმება მეორე ფერთან ერთად.
ასე შევქმნით ფერთა გამას მუსიკის თანხლებით მე და შემოდგომა.
ჰო, გაზაფხულზე დავიბადე და შემოდგომას მილოცავენ.
დღეს შემოდგომის პირველი დღეა.
ფოთლებიც მალე დაიწყებენ ცვენას და…
მეც დავბრუნდები.
Read Next
ყოფილხართ ვარსკვლავებთან ძალიან ახლოს? მე ვიყავი. ერთი ეგ იყო, საკმარისად ახლოს მაინც ვერ აღმოვჩნდი და ახლაც 21 ნომერი ავტობუსიდან ვწერ ამ პოსტს. არადა 2 დღის წინ ჯერ ისევ ვარსკვლავებთან ვიყავი. ჰო, ბალახზე ვიწექი და ცას ვუყურებდი. გეგონებოდა ვიღაცას მუჭით მიმოეფანტა …
ხართ 6-დან 16 წლამდე ნიჭიერი მოზარდი? გსურთ გახდეთ ვარსკვლავი? მაშინ თქვენი ადგილი ჩვენთანაა, რადგან ნიჭიერი ბავშვების გავარსკვლავება ჩვენი პროფესიაა. პირველად საქართველოში „ვარსკვლაების საბავშვო საპროდიუსერო აკადემია“ – „Kids Star Academy”.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასაცილო ნიღბები გვეკეთა და მონსტრობანას ვთამაშობდით, (და სანამ ნამდვილ მონსტრებს აღმოვაჩენდით ჩვენ თავებში), მაშინ ვიცოდი, რომ ოდესმე, როცა დიდი გოგო გავიზრდებოდი, აუცილებლად შემიყვარდებოდა სამყაროსხელაზე და ყველაზე ნამდვილი და გულუბრყვილო შიშით შემეშინდებოდა მისი დაკარგვის. ჩვენ ვთამაშობდით ყველაზე …
ასეც ხდება. ამინდი უეცრად, რადიკალურად იცვლება – ხოლმე. ალბათ ამაზე ამბობენ “მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო”. მეხი არ ვიცი, მაგრამ ქარი …