დღეს პირველად დაიგრუხუნა ამ გაზაფხულზე.
ძლიერად წვიმს.
ოდესმე გადაიღებს წვიმაც და ალბათ მზით გამთბარი სველი მიწისა და
ახალი ფოთლების სუნიც მოგვაგონებს, რომ ცოცხლები ვართ.
გაგაზაფხულების იმედით სავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს, უსიტყვოდ.
გარეთ კი ისევ ქუხს.
სუსტი ხელები უღონოდ მიდევს ფანჯრის რაფაზე.
წინა დღეს დაწყებულ და ვერგაგრძელებულ ცისარტყელას ვუყურებ, ფანჯრის მინაზე დახატულს.
ვუყურებ და ვფიქრობ. “იქნებ შემეძლო, იქნებ… შეგვეძლო”.
ვერ გავაგრძელეთ ცისარტყელა. ვერ დავასრულეთ.. ფერები დავაკელით.
ვიცი, რომ ჩემ უკან ზიხარ სავარძელში და მიყურებ.
მინდა მოხვიდე, ხელი მომხვიო და მითხრა, რომ მიუხედავად ჩემ ფრთებზე აქერცლილი საღებავისა, მაინც მოგწონვარ.
მე მეღიმება.
მალე ხომ მზე უნდა გამოვიდეს.
მალე ხომ გაგაზაფხულება უნდა ვისუნთქოთ…
Read Next
“ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ”, სიჩუმე ჩავრთოთ და ვუსმინოთ. ჩაის სურნელით ავივსოთ არსება და ფანჯრიდან შემოჭრილი მზის სხივებით გამთბარი აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს. წვიმის წვეთები და მზის სხივები ერთმანეთს შევახვედროთ ისე, როგორც ჩვენ შევხვდით ოდესღაც და ცისარტყელა დავხატოთ ცაზე, …
ყველაზე ძნელია დარჩე ძლიერი მაშინ, როცა ბევრ პატარა ნამსხვრევად იქცევი ნელ-ნელა ისე, რომ ამ პროცესს ვერ აჩერებ. ძნელია, როცა დრომ და გარემოებებმა საოცრად შეგცვალა და საკუთარი თავი კი არა ყველა დაკარგე, ვინც ყველაზე მეტად გიყვარდა. ძნელია, უყურებდე როგორ ქრება შენი …
რამდენჯერ მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა, რაღაც დროით გაუჩინარება შეგვეძლოს, ოღონდ ისე, რომ არავის ვახსოვდეთ, ვერავინ მიხვდეს და შესაბამისად არავის ეტკინოს. უბრალოდ, რომ ადგე და გაქრე. არ ახსოვდე მშობლებს, მეგობრებს, ადამიანებს, ვისაც უყვარხარ… გავიდეს დრო, დამშვიდდე, დალაგდე, შენი თავი იპოვო და დაბრუნდე …
ბევრი მიფიქრია შეიძლება თუ არა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ყოველთვის, როცა უარყოფით პასუხამდე მივდივარ, ბებო და ბაბუ მახსენდება. ბაბუ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ბებო დარჩა, ჩვენთან ცხოვრობს. არც ვიცი რამდენი წელი იცხოვრეს ერთად. ფაქტია, ძალიან ბევრი.. არც ის ვიცი, …