თოვლი მოვიდა.
პირველი თოვლი.
იყო დრო, ერთად ვხვდებოდით.
არ ვიცი გახსოვს თუ არა, პრინციპში აღარც მაინტერესებს და არც უნდა გახსოვდეს,
მე ხომ გითხარი წადი – მეთქი.
რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა აქ ამის წერას..
მერამდენედ გაგიხსენო.
მერამდენედ ვთქვა, რომ მენატრები.
მერამდენედ შევიკავო მოწერისგან თავი.
მერამდენედ გავიხსენო, როგორ დავბოდიალობდით ქუჩებში დაუსრულებლად
და როგორ ვათბობდით ცივ ზამთარს ჩვენი მეგობრობით?
განა რამე, უბრალოდ თოვლი მოვიდა.
პირველი თოვლი.
ჩვენი თოვლი, მეგობარო.
Tears, again.
Read Next
” – გავუცხოვდით. – ეგ ახლა თუ შეამჩნიე კარგადაა შენი საქმე. გავუცხოვდით ძალიან დიდი ხანია. დეკემბრის მერე საოცარი ტემპით იზრდებოდა ეს სიშორე და სულ უცხოობაში გადავიდა. – ბევრი შემძლებია, მაგრამ არა ყველაფერი. – რა ვერ შეძელი? – არ უნდა მომნატრებოდი. …
მაშინაც ძლიერად წვიმდა, როცა ოდნავ შემთვრალები გამოვიდნენ ბარიდან. ბიჭი სიმპათიური იყო, სიფრიფანა გოგოზე გადაეხვია ხელი და ნელა მოდიოდნენ წვიმაში. – ეს ჩემი აზრია, მაგრამ შენ გეკითხები.. რა ვქნათ? ჩუმად თქვა გოგომ და კითხვით სავსე თვალებით ახედა ბიჭს. – უკვე მერამდენე …
ჰომჰომ, დღეს ჩემიბლოგის დაბადების დღეა ^_^ ჰეფი ჰეფი ^_^ შარშან ამ დღეს დავიწყე პოსტვა <3 ამმ… რავთქვა არცვიცი.. ძალიან ახლო მეგობრად იქცა ჩემი ფაოფაობლოგი ჩემთვის.. როცა ძალიან ბედნიერი ვიყავი, ან ძალიან მიჭირდა აქ ვწერდი ემოციებს.. პოსტვა რატომ დავიწყე? ;;> მმ.. …
ყველაზე ცუდი სიცარიელის შეგრძნებაა, დილას პირველ გრძნობად რომ მოდის და ახლად თვალგახელილს უცებ რომ შეგახსენებს მომავალი დღის უაზრობას.რა გინდა რომ ქნა?მეგობრები …